ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

გამოჩნდა პირველი ლეპტოპები მობილური GeForce RTX 3000 ვიდეო დაფებით

ინსაიდერებმა აღმოაჩნეს ნიდერლანდებში წარმოდგენილი ახალი ლეპტოპები GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფებით. ლეპტოპებს აქვთ ჯერ კიდევ დაუანონსებელი დაფები RTX 3080, RTX 3070 და RTX 3060.

ამოთვლილთაგან ყველაზე მძლავრია ვარიანტი Intel Core 10 თაობის i9-10980HK პროცესორითა და GeForce RTX 3080 Max-Q დაფით. ლეპტოპი Gigabyte AERO 17 HDR ამგვარი მახასიათებლებით გაიყიდება 5134 ევროდ. 

Intel Core i7-10870H წარმოდგენილი იქნება გრაფიკულ დაფებთან – RTX 3070 Max-Q-სა და RTX 3060 Max-P-სთან ერთად. ყველაზე დაბალფასიან მოდელს ექნება პროცესორი Core i7-10870H და GeForce RTX 3060 Max-P დაფა, მისი საბაზრო ფასი შეადგენს 2026 ევროს. 

მონაცემების თანახმად, კომპანია Gigabyte აპირებს განაახლოს თავისი AORUS Aero სერია როგორც 15, ისე 17-დუიმიან ფორმ-ფაქტორში. ლეპტოპებს ექნება OLED დისპლეი 240 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. 

image.png

NVIDIA RTX 3000 სერიის მობილური ვიდეო დაფების ამგვარი ვრცელი სიის გამოჩენა ძალიან ადრეულ პერიოდში საინტერესოდ გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NVIDIA-ს ახალი მობილური გრაფიკული დაფების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი და მათი აღწერილობის რაიმე სერიოზული გაჟონვაც კი არ მომხდარა. მოსალოდნელია, რომ ამ გრაფიკული პროცესორების დებიუტი შედგება ლეპტოპებში, რომელთაც ექნება AMD Ryzen 5000H პროცესორები კოდური დასახელებით Cezanne, აგრეთვე მაღალი წარმადობის პროცესორები Intel Tiger Lake-H. ორივე მათგანის გამოსვლა მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button