სურათებიუცნაურიფლორა & ფაუნა

მიმიკრიის ოსტატი ცხოველები

ველური ბუნების ფოტოგრაფი ალექს ჰაიდი წლების განმავლობაში ემზადებოდა, რათა გამოეჭირა ისეთი არსებები, რომლებიც ოსტატურად ინიღბებიან. მას სურდა, რაც შეიძლება მეტი ხალხისთვის დაენახებინა ცხოველების ეს უნიკალური თვისება. ალექსი ნოტინგემის უნივერსიტეტში სწავლობდა ბიოლოგიურ ფოტოგრაფიას, მოგზაურობს მადაგასკარის ჯუნგლებში და თავის ცოდნას რეალურ პირობებში იყენებს.


ჩრდილო-აღმოსავლეთ მადაგასკარში, მასოალას ნახევარკუნძულის ეროვნულ პარკში ფოთლისკუდიანი გეკონი იმალება ხის ხავსიან ტანზე.


გრძელფეხებიანი ობობა ხის ქერქშია შენიღბული და ჩასაფრებული უცდის საკბილოს. ეს ფოტოც მასოალას ეროვნულ პარკშია გადაღებული.


ეს ბაყაყი ანდასიბე-მანტადიას ეროვნული პარკის ტყეებში ბინადრობს. ალექს ჰაიდი ამბობს: „სულ უფრო მეტად ვოცდები, როცა ვხედავ, რამდენად დახელოვნებულნი არიან ცხოველები შენიღბვაში. ასეთი ცხოველების გადასაღებად ზუსტად უნდა იცოდე ის ადგილები, სადაც დღის სხვადასხვა პერიოდებში ამჯობინებენ შეფარებას, ასევე პირობები, რომლებსაც საცხოვრებლად ირჩევენ.”


ფოთლისკუდიანი გეკონი ხის ქერქს არაჩვეულებრივად ერწყმის არამარტო ფერით, არამედ კანის ქსოვილიც კი გარეგნულად თითქმის ანალოგიურია ხისა. ამ თვისების გარეშე გეკონი გახდებოდა ადვილად მოსანადირებელი და ვეღარ შეძლებდა თაობებში გამრავლებას.


საშენი ხე-ტყის მოპოვების მიზნით მადაგასკარის ჯუნგლები აქტიურად იჩეხება, ამიტომ გადარჩენისთვის ბრძოლა სულ უფრო მეტად მკაცრდება. სანამ აფრიკასთან მდებარე ეს კუნძული ხელშეუხებელი იყო, მისი ზედაპირის 90% ტყით იყო დაფარული. ამჟამად ეს მაჩვენებელი დაეცა 7%-ზე. ამ ბაყაყს ბიოლოგიურად ეწოდება Platepelis Grandis. როგორც ვხედავთ, მის საბინადროში სქელი ხავსებია.


ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მადაგასკარის ტყეების დიდი ნაწილი გაიჩეხა. კანონის ძალით დაცული ნაწილი ტყეების 2%-ს შეადგენს, ჯუნგლები კი ისევ საფრთხეშია. ყავისფერი ქამელეონი ჩამოცვენილ ფოთლებს ეხამება მასაოლას ეროვნულ პარკში.


ალექსი თავის საქმიანობას ძირითადად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ახორციელებს. შოტლანდიის კუნძულ მულზე ჩვეულებრივი ზღვის ფინია გუბურის ქვიან ფსკერს ეხამება.


მალაიზიური ორქიდეის ჩოქელა იმალება ყვავილში, რომელსაც ფერებით ჰგავს და უცდის რომელიმე უიღბლო მწერის გამოჩენას.


ზოლიანი ფოთლისკუდიანი გეკონი პალმის მშრალ ფოთოლზე ზის ღამის ნადირობის დროს.


„ხალხი რომ ქვემოთ იხედებოდეს და მათ ფეხქვეშ ბალახებს აკვირდებოდეს, გაოცებული დარჩებოდა, იქ იმდენ ცოცხალ არსებას აღმოაჩენდა.”


შოტლანდიის კუნძულ სკაეს სანაპიროს ქვიანი ფსკერის ფონზე ძნელი შესამჩნევია ზღვის მორიელი.


კიდევ ერთი ფოტო ღამით მონადირე მადაგასკარის ზოლიანი ფოთლისკუდიანი გეკონისა.


მდედრი ჩოქელა არაჩვეულებრივად იმალება მშრალი ფოთლების გროვაში.


ჩრჩილი არყის ხის ტანზე დერბიშირში, ინგლისში.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button