ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ერნესტ ჰემინგუეი – მშვიდობით, იარაღო!

„ირგვლივ შემოდგომის სინოტივე, სირუხე და უსიცოცხლობა გამეფდა.“

„შემდგომის მიწურულს, როცა ნამუსხარზე გავედი, დავინახე, როგორ მიცურავდა გორაკის თავზე ღრუბელი. ძალიან სწრაფად მისრიალებდა და მზეც უსიცოცხლო ყვითელი გამხდარიყო, მერე ყველაფერი განაცრისფრდა, ცა მოქურუხდა, ღრუბელი მთაზე დაეშვა და გავეხვიეთ შიგ – ეს იყო თოვლი.“

„სიბნელეში ქვეყანა ისეთი არარელური და აღმგაზნებელია, რომ ისევ ბურანს მიჰყვები და აღარაფერი გენაღვლება. იცი, რომ ეს არის და ეს, სხვა არაფერი და არც წუხხარ, რომ სხვა არაფერია უცებ ძალიან შეგაწუხებს რაღაც და დაგეძინება. ზოგჯერ დილით გამოიღვიძებ და ნახავ, რაც იყო წასულა. ყველაფერი მეტისმეტად აშკარა, მძაფრი და ტლანქი ჩანს, ზოგჯერ ფულის გადახდაზე დავაც. ხან ისევ სასიოამოვნოდ გეჩვენება ყველაფერი, გული შვებით გაქვს სავსე, თბილა, საუზმე, სადილი. ხანაც სასიამოვნო აღარაფერი დარჩენილა და გინდა, რაც შეიძლება ჩქარა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ კვლავ ისეთივე დღე იწყება და ისეთივე ღამე მოჰყვება. ვცადე ამახესნა, თუ რა არის ღამე და რა გასხვავებაა დღესა და ღამეს შორის, როგორ ყველაფრით სჯობს ღამე, გარდა იმისა, რომ დღე ნათელი და ცივია, მაგრამ ვერ გამომივიდა, ახლაც ვერ გამომდის, თუ თქვენც გამოგიცდიათ ეს, ისედაც მიმიხვდებით.“

„ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი გემოვნება ერთამენს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ვიყავით.“

– თვითონაც არ ვიცი, ყველაფრის ახსნა შეუძლებელია.
– ვითომ? მე კი მასწავლიდნენ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვსო.

„იესო მაცხოვარო, რა ჯანდაბაა ეს ომი!“

„მანქანების ქარავანში სიარული ცუდი არაფერია, წინა მანქანაში, თუ ზიხარ.“

„ჩემი რწმენით, ომი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მხოლოდ ერთმა მხარემ, რომ შეწყვიტოს ბრძოლა, ომს რა დაასრულებს. უარესი იქნება, ბრძოლა რომ შევწყვიტოთ.“

„მე როგორც ვატყობ, არ იცით რას ნიშნავს დამარცხება და იმიტომ გგონიათ ასე იოლი.
– ლეიტენანტო, – თქვა პასინიმ, – აკი თქვენ თვითონვე დაგვრთეთ ლაპარაკის ნება. ახლა მოგვისმინეთ. ომზე უარესი რა შეიძლება იყოს. სინამდვილეში ვერც კი წარმოგვედგინა, რა არის ომი. მაგრამ როცა ხალხი წარმოიდგენს ომის მთელ საშინელებას. ზოგს თავიანთივე ოფიცრების ეშინია. სწორედ ამისთანა ხალხისთვისაა ომი მოგონილი.“

– მეც ვიცი, რომ საშინელებაა, მაგრამ ბოლო ხომ უნდა მოვაბათ!
– ვერ მოაბამთ ბოლოს. ომს ბოლო არ აქვს.
– როგორ არა აქვს.
– ომს გამარჯვებით ვერ მოიგებ.

„ჩვენ ვფიქრობთ, ვკითხულობთ, გლეხები კი არა ვართ. მექანიკოსები ვართ. თუმცა გლეხებსაც აქვთ იმდენი ჭკუა, რომ ომისა არა ირწმუნონ რა. ყველას სძულს ეს ომი.“

„ქვეყანას განაგებს კლასი, რომელიც სულელია, არც ესმის რამე და თავის დღეშიც ვერ გაიგებს, ამიტომაც არის ომი.“

ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

„სწრაფად მოვწყდი ჩემს თავს და ვიგრძენი, რომ მკვდარი ვიყავი. სისულელეა, როცა ფიქრობენ მოკვდა და გათავდაო.“

„უიმედო არაფერია ქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვახერხებ, იმედიანი ვიყო ყოველთვის ვცდილობ, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის.“

– გესმის, როგორ ცემს ჩვენი გულები?
– გულებს რა თავში ვიხლი. შენ მინდიხარ. ლამის ჭკუიდან შემშალო!
– მართლა გიყვარვარ?
– რას დაგიჟინია ეგ სიტყვები. მოდი, საყვარელო.

– სულ რამდენი ქალი გყვარებია?
– არც ერთი.
– არც მე?
– შენ როგორ არა.
– ჩემ გარდა კიდევ რამდენი?
– არც ერთი.
– ისე რამდენთან… როგორ ამბობთ ხოლმე?.. რამდენთან ყოფილხარ?
– არავისთანაც არა!
– მატყუებ.
– არა-მეთქი.
– კარგსა შვრები. მომატყუე ხოლმე. ასე მირჩევნია და ლამაზები იყვნენ?
– არავისთანაც არ ვყოფილვარ.
– აგრე, ძალიან მომხიბლავები იყვნენ?
– არც კი ვიცი, რას მეკითხები.
– სულ ჩემი ხარ. საკუთრივ ჩემი და არავისი არ ყოფილხარ ჩემამდე, თუმცა რას დავეძებ, კიდეც, რომ გყოლოდა ვინმე. არავისიც არ მეშინია. ოღონდ მე ნუ მიხსენებ. კაცი, რომ ქალტან არის, როდის ეყბნება ის ქალი, რამდენიუნდა გადაიხადოო?
– არ ვიცი.
– რათქმა უნდა, არ იცი. მიყვარხარო, არ ეფიცება? მითხარი, მაინტერსებს.
– თუ კაცს ეამება, ეფიცება კიდეც.
– კაცი თუ ეუბნება, მიყვარხარო? მითხარი, გენაცვალე. ამას დიდი მნიშვნელობა ქვს.
– თუ მოეპრიანა ეტყვის კიდეც.
– შენ ხომ არასოდეს გითქვამს? მართალი მითხარი.
– არა, – ვიცრუე მე.
– მართლაც არ იტყოდი, ვიცი, რომ არ იტყოდი. მაშ, ასე, არა? რაც კაცს უნდა ქალიც იმას ამბობს, არა?
– ყოველთვის რა…

„მე, შენთვის მინდოდა.
– მორჩა -„მე“ და „შენ“ აღარ არსებობს. მე და შენ უკვე ერთი ვართ, რამ გაგვყო?“

„მე მოღალატე არა ვარ, საყვარელო. ათასი ნაკლი მაქვს, მაგრამ ძალიან ერთგული ვარ. თავსაც კი მოგაბეზრებ ჩემი ერთგულებით.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button