ახალი ამბებიკოსმოსიმსოფლიო

ჩინეთის უდაბნოში აშენდა მარსული ბაზა მოზარდებისათვის

გობის უდაბნოში მოეწყო მარსული ბაზის სიმულატორი. თუმცა იმის ნაცვლად, რომ იქ წითელ პლანეტაზე ცხოვრების მსურველი ასტრონავტები განეთავსებინათ, ამ ობიექტზე მოზარდები დაასახლეს. უნაყოფო ბორცვებით გარშემორტყმული „მარსული ბაზა 1“ გაიხსნა პუბლიკისათვის, რათა მოზარდებსა და ტურისტებს გააცნონ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მარსზე. ასე ამზადებს ჩინეთი ახალგაზრდა თაობას.

image.jpeg

ობიექტის გახსნა განხორციელდა ჩინეთის დაუღალავი სწრაფვის ფონზე – კოსმოსურ სფეროში დაეწიოს აშშ-ს და გახდეს კოსმოსური ზესახელმწიფო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეძლებს ადამიანების მთვარეზე გაგზავნას, როგორც ეს ამერიკელებმა შეძლეს „აპოლონის“ მისიებში. 

ბაზაზე განთავსებულია ცხრა მოდული, მათ შორისაა საცხოვრებელი, სადისპეტჩერო, სათბური და საჰაერო შლუზი. 

ობიექტზე მცხოვრები მოზარდები იცვამენ სკაფანდრებს და აწყობენ ექსპედიციებს უდაბნოში, შეისწავლიან გამოქვაბულებს, გარემოს – რომელიც მარსულ ლანდშაფტს წააგავს. ბაზიდან უახლოესი ქალაქი 40 კილომეტრში მდებარეობს. 

image.jpeg

ამ პროექტის ავტორია კომპანია C-Space და იგი გეგმავს მომავალ წელს ტურისტებისთვის გახსნას ბაზა. ამჟამად უკვე არსებული ობიექტი ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. C-Space ეხმარება ჩინეთის ასტრონავტთა ცენტრსა და ჩინეთის ტრანსკონტინენტალურ კომუნიკაციურ ცენტრს. სანამ მოზარდები „სათამაშო“ მარსს იკვლევენ, ჩინეთი აპირებს ნამდვილ წითელ პლანეტაზე მომავალ წელს საკუთარი ზონდი გაუშვას. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button