Hi-Techმეცნიერებამსოფლიო

მზის გეოიჟინერია გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად

თუკი კაცობრიობას სურს თავი აარიდოს გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს, აუცილებელია შეწყდეს ამოწურვადი საწვავის მოხმარება და ადამიანები გადავიდნენ უფრო ეკოლოგიურ, სუფთა, ალტერნატიული ენერგიის წყაროზე. ამ მიმართულებით პროგრესი უკვე არის, თუმცა იგი მეტად ნელი ტემპით მიიწევს უკეთესობისკენ. არსებობს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შემოთავაზება – ყურადღება მიექცეს უფრო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია კაცობიობას გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში დაეხმაროს – ეს არის გეოინჟინერია.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომლითაც შესაძლებელია დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის სტიმულირება – არის მზის სინათლე. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწაზე დაცემული სინათლის მოცულობის შემცირებით შესაძლებელია ხელი შეეწყოს პლანეტის გაგრილებას. ამის განხორციელება კი, სპეციალისტთა აზრით, შესაძლებელია ატმოსფეროში სპეციალური აეროზოლის გაფრქვევით.

ჰარვარდის უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაარკვიონ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ატმოსფეროში აეროზოლის ემისიას.

ამისათვის სპეციალისტებმა შექმნეს ექსტრემალური ნალექებისა და ტროპიკული ციკლონების კლიმატური მოდელი, რომლის მიზანია განისაზღვროს გეოინჟინერიის ეფექტები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. ახალი მოდელის მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ ნალექებისა და ტემპერატურის ექსტრემალური მაჩვენებელი, ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის დონე, აგრეთვე ინტენსიური ბუნებრივი კატაკლიზმების – კონკრეტულად კი ქარიშხლის სიხშირის მაჩვენებელი.

აღმოჩნდა, რომ აეროზოლის გამოყენების შედეგად გლობალური ტემპერატურის ზრდის ტემპის ორჯერ შემცირება განაპირობებს პლანეტის გაგრილებას, შეამცირებს ცვლილებებს სასმელი წყლის გამოლევასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოახდენს სტიქიური უბედურებების 85%-იანი მატების კომპენსირებას. ამასთან, გეოინჟინერიის გამოყენებისგან მიღებული ნეგატიური შედეგები დაფიქსირდება დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 0.5% ნაწილზე – აღნიშნავენ მკვლევარები.

სპეციალისტების აზრით, მათი საქმიანობა გაფანტავს ეჭვს, რომ აეროზოლს შეუძლია გააუარესოს კლიმატური მდგომარეობა და პლანეტაზე კიდევ უფრო ცუდი შედეგები გამოიწვიოს. მკვლევარები თანხმდებიან, რომ აეროზოლის უფრო რადიკალურ ემისიებს შეუძლიათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ამის თავიდან აცილება ან მაქსიმალურად შემცირება შესაძლებელია ატმოსფეროში შესაბამისი მოცულობის აეროზოლის გაფრქვევით.

როგორც ზემოთ ითქვა, მეორე მეთოდი, რომლითაც კლიმატური ცვლილებების შედეგად კატასტროფული მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელია, არის მავნე აირებისა და გამონაბოლქვის გამოყოფის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით გლობალური დათბობის მთლიანად შეჩერება გეონჟინერიასაც კი არ შეუძლია. მისი წყალობით შესაძლებელია შემცირდეს ნეგატიური ეფექტები, თუმცა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზაა გამონაბოლქვის გამოყოფის შეწყვეტა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button