ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

Microsoft-ი შეუთანხმდა Intel-ს, AMD-სა და Qualcomm-ს – ააგოს სამომავლო კომპიუტერები საკუთარ უსაფრთხოების ჩიპზე

კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა აპარატული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია Window-ის მართვის ქვეშ არსებული სამომავლო კომპიუტერების დაცვისთვის. საუბარია სისტემა Microsoft Pluton-ზე, რომელიც ინტეგრირდება პროცესორში და წარმოადგენს ამჟამად გამოყენებულ, პროცესორისგან განცალკევებულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოდულ Trusted Platform Module-ის (TPM) ჩამნაცვლებელ გადაწყვეტილებას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მიკროსქემების ზოგ დიდ მწარმოებელს შეექმნა აპარატული დაუცველობის პრობლემა მათ მიერ გამოშვებულ ჩიპებში, ისეთები როგორიცაა Meltdown და Spectre. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერებმა გამოასწორეს სახიფათო სისუსტეები, მათ მოუწიათ მიკროსქემების უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი მიდგომის გადახედვა. 

ამჯერად წარდგენილ იქნა უსაფრთხოების ახალი პროცესორი Pluton, რომელიც გახლავთ Microsoft-ის, AMD-ის, Intel-ისა და Qualcomm-ის ერთობლივი ქმნილება და ჩაშენდება ხსენებული სამი კომპანიის პროცესორებში. არსებული მონაცემების თანახმად, Microsoft-ის უსაფრთხოების ახალი სისტემა საიმედოდ იცავს მოწყობილობას გატეხვისგან როგორც ჰაკერის მიერ სისტემაზე ფიზიკური წვდომის შემთხვევაში, ასევე სხვადასხვა სახის სისუსტით სარგებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების დროს. დეველოპერები აცხადებენ, რომ Intel-ის, AMD-ისა და Qualcomm-ის სამომავლო პროცესორებში სისტემის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გაურთულებს საქმეს ჰაკერებს, რომლებიც მიზნად ისახავენ დაუცველობის გამოყენებას დაშიფვრის გასაღებების, ექაუნთების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ამოღებას Windows-სისტემებიდან. 

Pluton-არქიტექტურის მქონე კომპიუტერები საწყის ეპატზე მოახდენენ TPM-ის ემულირებას უკვე არსებულ TPM და API-ინტერფესების მახასიათებლებთან თავსებადობის უზრუნველყოფისთვის. ამგვარი მიდგომა მომხარებლებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყონ Windows-ის გაზრდილი უსაფრთხოების ფუნქციებით სარგებლობა, რომელთაც საფუძვლად ედება TPM. Pluton-ზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც Windows-ზე მუშაობენ, გამოიყენებენ უსაფრთხოების თანაპროცესორს საიდენტიფიკაციო მონაცემების, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის, დაშიფვრის გასაღებების და სხვა კონფიდენციალური  ინფორმაციის დასაცავად. 

image.jpeg

Microsoft-მა განაცხადა, რომ Pluton პირველად გამოჩნდა Xbox One-ში 2013 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა კონსოლის დაჰაკვის მცდელობები. სისტემა საქმიანობას გაურთულებს პერსონალური კომპიუტერების „მეკობრეებსაც“. მოგვიანებით უსაფრთხოების ჩიპი გამოყენებულ იქნა სერვისში – Microsoft Azure Sphere ინტერნეტ-ნივთების დაცვის მიზნით. ამჟამად იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ იქნას Windows 10-ზე მოქმედი ახალი მოწყობილობების გაუმჯობესების მიზნით. 

Microsoft-ის, AMD-ის, Intel-ის და Qualcomm-ის ერთობლივი საქმიანობის შედეგად Pluton-ის განახლებები წარმოდგენილი იქნება პლატფორმა Windows-ის რეგულარულ განახლებებთან ერთად. უზრუნველყოფილ უნდა იქნას Pluton-ის მაქსიმალური გავრცელება დიდი რაოდენობით ახალ სისტემებშიც. 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩამონტაჟებული უსაფრთხოების პროცესორები, როგორიცაა Pluton, წარმოადგენს კომპიუტერის მომავალს. Pluton-ის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უფრო უსაფრთხო საფუძველი ინტელექტუალური პერიფერიული მოწყობილობებისა და ქლაუდისთვის. გავავრცელოთ ნდობის ეს დონე მთელი მსოფლიოს მოწყობილობებზე“ – ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button