რჩევებიჯანმრთელობა

ფინიკის ჩირი ორგანიზმს მაგნიუმით, სპილენძითა და გოგირდით უზრუნველყოფს

ფინიკი უხვად შეიცავს რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, მინერალურ მარილებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინსა და შეუცვლელ ამინომჟავებსაც კი. მასში ასევე მოიპოვება ცოტაოდენი ფთორი, რომელიც დაზიანებისგან იცავს კბილებს და სელენი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას, სანახევროდ – რკინისას და 25%-ით – კალციუმისას. ფინიკი აძლიერებს ორგანიზმს, მატებს ენერგიას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას.

ფინიკის ტკბილი ნაყოფისგან იღებენ ფინიკის თაფლსა და შაქარს (იგი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლის შაქარი). ყველაფერთან ერთად, ფინიკი მაღალკალორიული პროდუქტია – ერთი ცალის ნერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 25 კილოკალორიას უტოლდება (არც არის გასაკვირი – ჩირის 60-65% ხომ შაქარია, გლუკოზა და ფრუქტოზა), ეს კი ნიშნავს, რომ 10 ცალი ფინიკის პალმის ნაყოფი ერთ ულუფა მსუქანი ხორცის კატლეტს უდრის.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button