ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: მოსალოდნელი ჰალვინგი მაინერებსა და კრედიტირების ბაზარს დაარტყამს

კრიპტოკრედიტირების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები – მაინერები შესაძლოა გაკოტრდნენ, თუკი ჰალვინგის შემდგომ Bitcoin-ის ფასი დაიწევს ან უცვლელი დარჩება- ამგვარი მოსაზრება გამოთქვა გამომცემლობა The Block-თან Iterative Capital-ის პარტნიორმა ლეო ჩჟანმა. 

მისი თქმით, უამრავი მსხვილი მაინერი თანამშრომლობს კრიპტო კრედიტირების ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Genesis Global Trading, Celsius და BlockFi. ისინი მოპოვებულ Bitcoin-ებს იყენებენ გირაოს სახით სესხებზე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო კაპიტალის დეფიციტის შესავსებად. 

მაგალითად, ნოემბერში Genesis Global Trading-მა მაინინგ კომპანია Hut 8-ს შესთავაზა 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი, რომელიც განკუთვნილი იყო წინა, 14 მლნ აშშ დოლარიანი სესხის რეფინანსირებისთვის. 

ჩჟანმა ხაზი გაუსვა, რომ მაინერები ფსონს BTC-ის ფასის მატებაზე დებენ. თუმცა, თუკი ჰალვინგის შემდეგ ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, Bitcoin-ის მომპოვებელი კომპანიები შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და შეიძლება სესხების დასაფარად გამოყენებული თანხებიც კი დაკარგონ. 

„Bitcoin-მაინერებთან საუბრის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ გარღვევის ფასი დაახლოებით 6500 აშშ დოლარია – აღნიშნა Genesis Global-ის ხელმძღვანელმა მაიკლ მორომ. – თუ მათ ეფექტური აღჭურვილობა ექნებათ, ეს მაჩვენებელი ნაკლები იქნება, ხოლო მოძველებული მოწყობილობების შემთხვევაში – გაცილებით მაღალი“. 

მორო არ გამორიცხავს, რომ ჰალვინგის შემდეგ მაინერებისთვის მომგებიანი ფასი შესაძლოა იყოს დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარი. თუკი BTC-ის საბაზრო ღირებულება ამ ნიშნულს ქვემოთ აღმოჩნდება, ბევრი კომპანია უბრალოდ შეწყვეტს კრიპტოვალუტის მოპოვებას. 

„ვფიქრობ, ბევრს მოუწევს საკუთარი მოწყობილობების გამორთვა, თუკი ვეღარ მოახერხებენ საჭირო მოგების გენერირებას. და რა მოელის შემდეგ  მაინერების დამფინანსებელ ვენჩურულ კომპანიებსა და კრედიტორებს, თუ არა გაკოტრება?“ – აცხადებს Genesis Global-ის ხელმძღვანელი. 

მოროს აზრს იზიარებს Celsius Network-ის დამფუძნებელიც. იგი თვლის, რომ დაფინანსებული მაინერები აუცილებლად აღმოჩნდებიან პრობლემების წინაშე, თუკი ჰალვინგის შემდეგ BTC-ის ფასი 30%-ით მაინც არ გაიზრდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button