ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

OKEx-მა გამოაცხადა თანხის გატანის განახლების თარიღი

Bitcoin-ბირჟა OKEx თანხების შეუზღუდავი გატანის პროცესს განაახლებს 2020 წლის 27 ნოემბერს – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აქტივების გატანა მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდა 16 ოქტომბერს. OKEx-მა ეს განმარტა ერთ-ერთი კერძო გასაღების მფლობელთან კომუნიკაციის დაკარგვით, რომელიც თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან.

გავრცელდა ცნობები, რომ საუბარი ეხება სტარ სიუეს, ბირჟის დამფუძნებელს, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ განაცხადა, რომ სტარ სიუი პატიმრობიდან გამოვიდა, მაგრამ უცნობია რა პირობებით. მან განაცხადა, რომ OKEx-მა უკვე აღადგინა მასთან კავშირი.

მოგვიანებით ვუმ OKEx-ის აღმასრულებელი დირექტორის გზავნილზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბირჟის სამუშაო გუნდი თანხის გატანის აღდგენის შესახებ განცხადების გაკეთებისთვის ემზადება.

განცხადებაში OKEx-მა აღნიშნა, რომ გასაღებების მფლობელმა ”დაასრულა ხელისუფლების დახმარება აღნიშნულ გამოძიებაში” და დაუბრუნდა მოვალეობას.

”ამ გამოძიების პროცესში დადასტურდა, რომ OKEx არ მონაწილეობდა რაიმე დანაშაულში ან უკანონო ქმედებაში”, – განაცხადეს ბირჟის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, კომპანია OKG-მ, რომლის მთავარი აქციონერია სტარ სიუი, ადრე დააანონსა 27 ნოემბერს დირექტორთა საბჭოს სხდომის ჩატარება.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button