საკითხავიუცნაური

89 წლის ნაყინის გამყიდველი და მისი 350,000$-იანი ისტორია

ჯოელ სერვანტეს მარსია ჩიკაგოში მიემგზავრებოდა როცა მანქანიდან დაინახა მოხუცი ადამიანი რომელიც ნაყინის მანქანას ძლივს მიაჩოჩებდა. ჯოელი ამ კაცს დაეხმარა და მისი ამბავი გამოკითხა, მოხუცი კაცი 89 წლის ფიდენციო სანჩეზი აღმოჩნდა, მან და მისმა ცოლმა ცოტა ხნის წინ დაკარგეს ერთდაერთი შვილი, თავის სარჩენად კი ნაყინების გაყიდვა გადაწყვიტეს. სამწუხაროდ ფიდენციოს ცოლი ავად გახდა და მისთვის ქმართან ერთად მუშაობა სერიოზულ პრობმელად იქცა, სწორედ ამიტომ დაიანახა ჯოელმა ქუჩაში მარტო.

თუ ჯერ არ იცით ახლა გაიგეთ რომ ინტერნეტ სივრცეში ბევრი საიტია სადაც უბრალო ადამინები უბრალო წამოწყებებს და სხვადასხვა პროექტებს ერთმანეთს უფინანსებენ, ასეთია GoFundMe, სადაც მოხდა კიდეც ფიდეციოს ამბის განთავსება, იმ მიზნით რომ იგი 3000$ ააგროვებდა, მაგრამ ეს ამბავი იმდენად ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტ მომხმარებელმა ამ კაცის დასახმარებლად უკვე 350,000$ მოაგროვა .

Source
https://ucnauri.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button