Hi-Techავტომობილიახალი ამბები

სამხრეთ კორეაში ჩატარდა უპილოტო საჰაერო ტაქსის გამოცდა საქალაქო პირობებში

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ქვეყნის დიდ ქალაქებში საჰაერო ტაქსების სერვისის კომერციული ექსპლუატაცია 2025 წლისთვის. პირველი გამოცდის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ადამიანების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნება ელექტროძრავზე მომუშავე დრონები. სულ ახლახანს ერთ-ერთმა მათგანმა ჰაერში აწია 80 კგ ბრინჯი სასარგებლო ტვირთის სახით და განახორციელა შვიდწუთიანი ფრენა სეულის ცენტრალურ ნაწილში.

ტესტირებაში მონაწილეობდა ჩინური წარმოების დრონი Ehang EH216, რომელსაც შეუძლია ორი ადამიანის ტრანსპორტირება, თუმცა ტვირთის სახით შემოწმების დროს გამოყენებულ იქნა 80-კილოგრამიანი ტომრები. ამგვარი დატვირთვით დრონმა იფრინა 7 წუთის განმავლობაში 50 მეტრ სიმაღლეზე. მფრინავი ტაქსის პირველი გამოცდა უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა მდინარის გასწვრივ, სადაც არ იყო შენობები და ბევრი ხალხი.

სამომავლოდ, კორეის ხელისუფლება აპირებს გადავიდეს შიდა წარმოების საფრენი აპარატების გამოყენებაზე. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი აპარატის შექმნას 2026 წლისთვის აპირებს კომპანია Hyundai Motor, ასევე, Samsung-ის მიერ დაფუძნებულმა კორეულმა კომპანია Hanwa Systems-მა გასულ კვირაში წარადგინა მასშტაბური დრონის მოდელი ადამიანების ტრანსპორტირებისთვის. პერსონალური საფრენი აპარატის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს ამერიკულ კომპანია Overair-თან თანამშრომლობით, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული. როგორც Hanwa Systems-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამხრეთ კორეის დედაქალაქის აეროპორტში ორგანიზებული იქნება მსგავსი დრონებისთვის განკუთვნილი საფრენი პლატფორმა, საიდანაც განხორციელდება რეისები ქალაქის ფარგლებს გარეთ. აეროპორტიდან სეულის ცენტრალურ ნაწილამდე დაახლოებით 15 კილომეტრია, დრონების საშუალებით ადამიანები უფრო მალე გადალახავენ ამ მანძილს.

წყარო
overclockers.ge/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button