ახალი ამბებიბიზნესისაზოგადოება

გაფრენამდე, ბარგთან ერთად, მგზავრებსაც აწონიან და წონის შესაბამის თანხას გადაახდევინებენ

შესაძლოა, ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მგზავრების აწონვა დაიწყონ. ინიციატივით ბრიტანული სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ი გამოდის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან, მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც გამოცემა Lonely Planet-ი იუწყება, ინიციატივის მიზანი ავიაგადამზიდავის ხარჯების შემცირებისთვის ხელშეწყობაა.

კომპანია Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ. როი ფუსკონეს განმარტებითვე, ეს ეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას.

2017 წელს კი FinAir-მა განახორციელა იგივე სქემა მგზავრების წონაზე ინფომაციის შესაგროვებლად. ჰელსინკში მგზავრებს უწევდათ სასწორზე ასვლა გაფრენის წინ. კომპანიამ კი განაცხადა რომ ეს მხოლოდ მგაზვრების უსაფრთხოებისთვის კეთდებოდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button