განხილვაწიგნები

ერეკლე დეისაძე – “დამლაგებელი” განხილვა

ერეკლე დეისაძის ახალი ტრანსგრესიული რომანი „დამლაგებელი“ სხვადასხვა პერსონაჟის მიერ გადმოცემული, ერთ სივრცეში მომხდარი მოვლენის ქრონიკაა; ამბავია იმის შესახებ, „თუ როგორ მოკვდა ლიტერატურა“. მწერლების მისტიურ გაქრობასა და მასთან დაკავშირებულ ამბებს გამომცემლობის მდივანი და დამლაგებელი მოგვითხრობენ და მომხდარი მოვლენების ფონზე, ცხადი ხდება, რომ „დამლაგებლის“ სახით, საქმე გვაქვს საზოგადოებრივ სატირასთან. პოპ-კულტურის ციტირებებით, პორნო-ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, თხრობის მინიმა­ლისტური მანერით, დინამიური მონტაჟებით თუ საზოგადოების კრიზისის ამსახველი ელემენტებით გაჯერებული რომანი, რომელმაც შეიძლება მელოდრამის პაროდიით ზოგჯერ ალმოდოვარის ფილმებიც გაგვახსენოს და ჩაკ პალანიკის პროზაც, სავსეა მოულოდ­ნელობებით, რაც წიგნს ერთი ამოსუნთქვით საკითხავს ხდის და დეტექტიური ამბების ამოხსნასთან ერთად, მკითხველი გამომძიებ­ლად იქცევა. მთავარი პერსონაჟი კი სულაც არ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც თავიდან გვგონია _ არამედ ის იმ ტრანსგრესიულ მეამბოხეთა რიგებშია, რომლებიც საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ ნორმებს უპირისპირდებიან. გაგა ლომიძე

წყარო
http://siestabooks.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button