საკითხავი

ფრიდრიხ ჰაიეკი – “იყო თუ არა სოციალიზმი შეცდომა?”

ნაწყვეტი ფრიდრიხ ჰაიეკის წიგნიდან “სოციალიზმი”

სოციალიზმის იდეა ერთსა და იმავე დროს გრანდიოზულიცაა და მარტივიც… შეიძლება ითქვას, ის ადამიანის პატივმოყვარე სულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმონაქმნია… იგი ისე დიდებულია, ისე კადნიერი, რომ სამართლიანად აღძრა უდიდესი აღტყინება; ამიტომ, თუ ბარბაროსობისაგან ქვეყნიერების გადარჩენა გვინდა, ჩვენ უნდა უარვყოთ სოციალიზმი; თუმცა კი, უფლება არა გვაქვს, იგი უდიერად, ერთი ხელის დაკვრით მოვიცილოთ თავიდან.
ლუდვიგ ფონ მიზესი

ჩვენი ცივილიზაციის წარმოშობა და მომავალში მისი შენარჩუნება დამოკიდებულია ფენომენზე, რომლის ყველაზე ზუსტ განსაზღვრება “ადამიანური თანამშრომლობის გაფართოებული წესრიგი” გახლავთ, მას უფრო ხშირად, თუმცა არც თუ მოსწრებულად, კაპიტალიზმს უწოდებენ და ჩვენ სწორედ ამ ფენომენის შესახებ გვექნება საუბარი წინამდებარე წიგნში. თანამედროვე ცივილიზაცისს გასააზრებლად აუცილებელია, გავერკვეთ იმაში, რომ “გაფართოებული წესრიგი” არ ჩამოყალიბებულა ადამიანის ცნობიერი განზრახვისა და ჩანაფიქრის შედეგად. იგი სპონტანურად, წინასწარგანუზრახველად განვითარდა, გარკვეული ტრადიციების, უმთავრესად კი ზნეობრივი პრაქტიკების მოქმედების შესაბამისად. პრაქტიკების დიდი ნაწილის მიმართ ადამიანები უარყოფითად არიან განწყობილნი იმის გამო, რომ ვერ აცნობიერებენ მათ მნიშვნელოვნებას და არც მათი აუცილებლობის დასაბუთების უნარი შეწევთ. და მაინც, ეს წეს-ჩვეულებები ევოლუციური შერჩევის წყალობით საკმაოდ ფართოდ გავრცელდა, რადგან ამ უკანასკნელმა მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილის რაოდენობრივი ზრდა და გამდიდრება განაპირობა, რომელიც აღნიშნულ პრაქტიკებს ექვემდებარებოდა. ამ ზნეობრივი პრაქტიკების ერთგვარად ნაძალადევი, არც თუ უმტკივნეულო დანერგვა ადამიანთა ჯგუფებს ერთმანეთთან აკავშირებდა, სხვადასხვა ღირებულების შეფასებას უადვილებდა და საშუალებას აძლევდა “აღორძინებულიყვნენ, გამრავლებულიყვნენ და აღევსოთ ქვეყანა”. (Genesis 1.28). როგორც ჩანს, ეს პროცესი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ნაკლებად გააზრებულსა და შეფასებულ ასპექტს წარმოადგენს.

ყოველივე ამის შესახებ სოციალისტები სხვა აზრისა არიან. განსხვავებულია მათი არა მხოლოდ დასკვნები, თვით ფაქტებიც სხვაგვარად არის დანახული. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩენთ, სოციალისტების მიერ ფაქტების არასწორ განხილვას ჩემი არგუმენტაციისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ დავუშვებდით, რომ არსებული ეკონომიკური წესრიგის და მისი შესაძლო ალტერნატივების სოციალისტური გაგება მართებულია, ჩვენ ვალდებული ვიქნებოდით შემოსავლის განაწილება გარკვეული ზნეობრივი პრინციპისათვის დაგვექვემდებარებინა და იმისათვის, რომ ასეთ განაწილება შესაძლებელი გაგვეხადა, ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე ორგანოსთვის არსებული რესურსების გამოყენების მართვის უფლების მინიჭება მოგვიხდებოდა, ეს კი თავის მხრივ წარმოების საშუალებებზე ინდივიდუალური საკუთრების გაუქმებას გამოიწვევდა. ჭეშმარიტების ნატამალი მაინც რომ ყოფილიყო მოსაზრებაში, თთქოს წარმოების საშუალებების ცენტრალიზებული მართვა ხელს შეუწყობდა თუნდაც ისეთივე უხვი კოლექტიური პროდუქციის შექმნას, როგორსაც დღესდღეისობით ვაწარმოებთ, ჩვენ მართლაც აღმოვჩნდებით სერიოზული ზნეობრივი პრობლემის წინაშე, თ როგორ განგვეხორციელებინა განაწილება სამართლიანად, მაგრამ მსგავსი პრობლემა არ დგება, რადგან პროდუქციის განაწილების ერთადერთი ხერხი ჩვენთვის საბაზრო კონკურენციაა. ჩვენთვის უცნობია სხვა გზა ინდივიდებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა იმის შესახებ, თ საით უნდა წარმართს თიოთეულმა მათგანმა ძალისხმევა, რომ მისი წვლილი მთლიანი პროდუქციის შექმნაში მაქსიმალური აღმოჩნდეს.

ამრიგად, ჩემი მსჯელობის არსი შემდეგში მდგომარეობს: კონფლიქტი, საბაზო კონკურენციის საფუძველზე სპონტანურად შექმნილი გაფართოებული წსრიგის მომხრეებისა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათ შორის, ვინც არესებული რესურსების კოლექტიურ მართვაზე დამყარებულ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადამიანთა გაცნობიერებულ ორგანიზაციას ემხრობა, გამომდინარეობს უკანასკნელთა ფაქტობრივი შეცდომიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩნდება და გამოიყენება ცოდნა არსებული რესურსების შესახებ. რამდენადაც აღნიშნული კონფლიქტი ფაქტობრივი ხასიათისაა, იგი მეცნიერული ანალიზის გზით უნდა გადაწყდეს. მეცნიერული ანალიზი კი ცხადყოფს, რომ კონკურენტული საბაზრო წესრიგის საფუძვლად მდებარე სპონტანურად ჩამოყალბებული ზნეობრივი ტრადიციების შესაბამისად მოქმედებისას (ეს ტრადიციები კი, ვერ აკმაყოფილებენ სოციალისტების დიდი ნაწილის მიერ აღიარებულ კანონებსა და ნორმებს) ჩვენ ვაწარმოებთ დავაგროვებთ უფრო მეტ ცოდნას და სიმდიდრეს, ვიდრე შეიძლება მოპოვებული და გამოყენებული ყოფილიყო ცენტრალიზებულად მართულ ეკონომიკაში, რომლის მომხრეებსაც ზედმიწევნით გონის მიმდევრების პტერენზია აქვთ. ასე რომ, სოციალიზმის მიზნები და პროგრამები ფაქტიურად მიუღწეველი და განუხორციელებელია. ამასთან ირკვევა, რომ ისინი ლოგიკურად შეუძებელიცაა.

გავრცელებული აზრის თანახმად, საბაზრო წესრიგისგან, სოციალისტები ინტერესებით და ღირებულებითი განწყობებით განსხვავდებიან, მაგრამ როგორც ჩანს, ის, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები გარკვეული ზნეობრივი ნორმების და ღირებულებების დაუფლებას, და რა შედეგი შეიძება გამოიღოს ამან ცივილიზაციის განვითარების პროცესში, უწინარეს ყოვლისა, ფაქტობრივი საკითხია და სწორედ ის შეადგენს წინამდებარე წიგნის ბირთვს. პირველ სამ თავში ნაცადია მასზე ზოგადი პასუხის გაცემა. სოციალიზმის მოთხოვნები არ გამომდინერეობს ცივილაზიის არსებობის განმსაზღვრელი და გაფართოებული წესრიგის შემქმნელი ტრადიციებიდან მათი მორალური შედეგის სახით. შეიძლება ითქვას, ისინი სწორედ ამ ტრადიციების რაციონალურად კონსტუირებული ზნეობრივი სისტემებით შეცვლის მცდელობას წარმოადგენს, მათი მიმზიდველობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დაპირებული შედეგები ადამიანის ინსტიქტურ ლტოლვებს ეხმაურება, სოციალისტური შეხედულებების თანახმად, რადგან ადამიანებმა ქცევის მაკოორდინირებელი გარკვეული სისტემის შექმნა მოახერხეს, მათ უკეთესი და უფრო დამაკმაყოფილებელი სისტემის გამოგონებაც უნდა შეძლონ; ხოლო, თუ კაცობრიობის არსებობა, წესებით რეგულირებულ და მისი ქმედითუნარიანობის დამადასტურებელ ქცევის გარკევულ კონკრეტულ ფორმაზეა დამოკიდებული, მაშინ კაცობრიობას არ შეუძლია მისი შეცვლა ან სხვა ქცევისთვის უპირატესობის მინიჭება, ამ უკანასკნელის შედეგების მხოლოდ მოჩვენებითი მიმზიდველობის გამო. დავა საბაზრო წესრიგსა და სოციალიზმს შორის, არც მეტი, არც ნაკლები გადარჩენაზე დავაა, რადგან სოციალისტური მორალით ხელმძღვანელობა, თანამედროვე კაცობრიობის დიდი ნაწილის მოსპობას და დანარჩენის, ძირითადი მასის გაღატაკებას გამოიწვევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია, მეტი სიცხადე შემოვიტანო ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. სოციალისტების მიერ აღიარებული გონის ქედმაღლობის წინააღმდეგ გამოსვლისას, მე არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგები გონს, რომელიც სათანადოდაა გამოყენებული. “სათანადოდ გმოყენებულ გონში” მე ისეთ გონს ვგულისხმობ, რომელიც საკუთარ შეზღუდულობას ითვალისწინებს და საჭირო გაკვეთილები გამოიტანა ეკონომისტების და ბიოლოგების მიერ დადგენილი იმ გასაოცარი ფაქტებიდა, რომ ვისიმე ჩანაფიქრის გარეშე, თავისთავად აღმოცენებული წესრიგი, შესაძოა, გცილებით უკეთესი იყოს, ვიდრე ადამიანის მიერ შეგნებულად შედგენილი გეგმები. ამასთან, ხომ არ შეიძება მე თავს ვესხმოდე გონს წიგნში, რომელშიც სოციალიზმის ფაქტიური და ლოგიკური უსაფუძვლობა მტკიცდება. თუმცა, ისი უდაოა, რომ გონი, ფრთხილად, თანდათანობით შეიძლება წარიმართოს ტრადიციული ინსტიტუტების და ზნეობრივი პრინციპების შესწავლაზე, კრიტიკასა და მისი უარყოფის დასაბუთებაზე. ჩემი ადრეული შრომების მსგავსად, ეს წიგნის გონი ჩვეული გაგების წინააღმდეგ არის მიმართული, გეგბის, რომლითაც სოციალისტები ხელმძღვანელობენ და რომელიც ჩემს მიერ ადრე “კონსტრუქტივისტული რაციონალიზმის” ცნებით (1973) განსაზღვრულ გულუბრყვილო და უკრიტიკო რაციონალისტურ თეორიას და მოძველებულსა და არამეცნიერულ მეთოდოლოგიას განასახიერებს.

ერთი, სიტყვით, მე არ უარვყოფ გონის მიერ ზნეობრივი ნორმებისა და ინსტიტუტების გაუმჯობესების შესაძლებლობას და არც იმას ვამტკიცებ დაჟნებით, თთქოს მას არ ჰქონდეს უნარი ზნეობის მთელი სისტემა ისეთი მიმართულები შემოაბრუნოს, რომელიც დღესდღეობით “სოციალური სამართლიანობის” სახელითაა ცნობილი. ასეთი შემობრუნების შემთხვევაში ზნეობრივი ნორმების თითოეული რგოლის გადაფასება გახდება აუცილებელი. ხოლო თუ ამგვარად გარდაქმნილი სისტემა პრეტენზიას განაცხადებს იმის გაკეთების შესაძლებლობაზე, რაც სინამდვილეში მისთვის მიუწვდომელია. (მაგ: მას არ შეუძლია ახალი ცოდნის გენერაცია და ადამიანის ქცევის მოწესრიგება მისივე წესებიდან და ნორმებიდან გამომდინარე), სწორედ ეს უუნარობა იქნება გადამწყვეტი რაციონალური არგუმენტი ასეთი ზნეობრივი სისტემის წინააღმდეგ. ამ დასკვნების გაცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან შეხედულებამ, თითქოს ზემოაღნიშნული დავა ღირებულებებს ეხებოდეს და არა ფაქტებს, ხელი შეუშალა საბაზრო სისტემის მკვლევარებს საკმარისად დამაჯერებლად ეჩვენებინათ, რომ სოციალიზმს უბრალოდ არ შესწევს ძალა თავისი დაპირებები შეასრულოს.

ჩემი მსჯელობის საფუძველზე არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს მე სოციალისტბის მიერ ფართოდ აღიარებულ ზოგიერთ ღიებულებას არ ვცნობ. თუმცა, მე არ მგონია, რომ საყოველთაოდ მიღებული “სოციალური სამართლიანობის” ცნება შესაძლებელია საქმის გარკვეული ვითარებას ასახავდეს და საერთოდ რაიმე აზრი ჰქონდეს. იმედი მაქვს მოგვიანებით ამის დასაბუთებას შევძლებ. ამასთან, ჰედონისტური ეთიკის რიგ მესვეურთაგან განსხვავებით, მე არ ვთვლი, რომ მორალური ხასიათის ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ მოსალოდნელი სიამოვნების მოაზრების და წარმოდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.

წინამდებარე გამოკვლევის ამოსავალ წერტილად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს დევით იუმის მახვილგონივრული შენიშვნა იმის შესახებ, რომ “ზნეობრივი ნორმები, ჩვენი გონის მიერ გამოტანილ დასკვნებს არ წარმოადგენს (Trieatise, 1739/1886;II;235). იუმის ეს შენიშვნა ამ წიგნის ცენტრალური დებულება იქნება. ძირითადი საკითხი, რომელზე პასუხის გაცემასაც მე ვცდილობ, ესაა, თუ როგორ წარმოიშვა ზნეობა და რა გავლენას ახდენს მისი არსებობის ფორმა ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

მტკიცება, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ კაპიტალიზმს, როგორც გაბნეული ცოდნის გამოყენების საუკეთესო საშუალებას. აუცილებლად ბადებს კითხვას ამ უპრეცედენტო ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების შესახებ და ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო ჩანს ჩემი იმ განცხადების ფონზე, რომ კაპიტალიზმისათვის აუცილებელ ზნეობრივ ნორმებს და ინსტიტუტებს მძლავრი ინსტიქტური და რაციონალისტური ძალები უჯანყდებიან.

პირველ სამ თავში შევეცადე ეკონომისტებისთვის კარგად ცნობილი და შეთვისებული ჭეშმარიტებიდან გამომდინარე ზოგადი პასუხი გამეცა ამ კითხვაზე; ამ ჭეშმარიტების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ღირებულებები და ინსტიტუტები მხოლოდ წარსული ვითარებით არ განისაზღვრება და სტრუქტურის ან მოდელის არაცნობიერი თვითორგანიზაციის პროცესის შემადგენელ ნაწილად ყალიბდება. ეს პრინციპი ძალაშია არა მარტო ეკონომიკური მეცნიერებისათვის, მას ემყარება თანამედროვე ბიოლოგიაც. ის ერთ-ერთი პირველთაგანია იმ თორიებს შორის, რომელსაც მაღალორგანიზებული სტრუქტურების ფორმირება ისეთი პროცესის სახით ჰქონდათ წარმოდგენილი, რომელშიც მისი კონკრეტული გამოვლინების განმსაზღვრელი უთვალავი ფაქტორი იყო ჩართული და ამიტომ ამ პროცესის აღწერა ფაქტიურად გადაუწყვეტელ ამოცანად რჩებოდა. როდესაც ამ სგეროში ვიწყებდი მუშაობას, მაღალორგანიზებული, რთული, თვითორგანიზებადი სტრუქტურის ევოლიციური განვითარების თითქმის ერთადერთ მკვლევარად ვთვლიდი თავს, მაგრამ სულ მალე ამგვარი პრობლემების კვლევები ძალზე მრავალრიცხოვანი გახდა: თვითნაბადი (autopoiesis) მოდელები, კიბერნეტიკა, ჰომეოსტაზი, სპონტანური წესრიგი, თვითორგანიზაცია, სინერგეტიკა, სისტემათა თეორია და ა.შ. ასეთ კვლევათა ნუსხა იმდენად ვრცელია, რომ დაწვრილებით მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესწავლა მოვახერხე, ამრიგად, ეს წიგნი მხოლო პატარა ნაკადი იქნება ევოლუციური (მაგრამ ცხადია არა ნეოდარვინისტული) ეთიკის სულ უფრო მზარდ დინებაშ. ევოლუციური ეპისტემოლოგია მართლაც მნიშვნელოვნად წავიდა წინ და ევოლუციური ეთიკაც, თუმცა მკვეთრად განსხვავდება მისგან, გვერდში მიჰყვება და წინანდებურად ავსებს მას.

როგორც ვხედავთ, ამ წიგნში ზოგიერთი რთული მეცნიერული და ფილოსოფიური საკითხია დასმული; ამასთან, ძირითადი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ ჩვენი დროის ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოძრაობა, ანუ სოციალიზმი აშკარად მცდარ წანამძღვრებს ემყარება. თუნდაც კეთილი განზრახვებით იყოს შთაგონებული და მის სათავეში ჩვენი დროის ზოგიერთი გამორჩენილი მოაზროვნე იდგეს, – ის მაინც საფრთხეს უქმნის ცხოვრების დონეს და თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სიცოცხლესაც კი. ამის დადასტურება წიგნის მე-4-6 თავშია მოცემული. აქ განხილული და უარყოფილია სოციალიზმის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის განვითარებისა და შენარჩუნების იმ გაგების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის შესახებაც პირველ სამ თავში იყო მოთხრობილი. მეშვიდე თავში ენის პრობლემაა განხილული, ჩემი მიზანია, ვაჩვენო თუ როგორ მახინჯდება იგი სოციალისტური ფრაზეოლოგიის გავლენით და რაოდენი წინდახედულობა გვმართებს, რომ არ მოვიხიბლოთ და უნებურად სოციალისტურად აზროვნება არ დავიწყოთ. მერვე თავში გარჩეულია საწინააღმდეგო არგუმენტი იმისა, თითქოს დემოგრაფიული აფეთქების ფაქტი ეჭვქვეშ აყენებდეს ჩემს არგუმენტაციას, ეს მოსაზრება შეიძება წამოყენონ არა მარტო სოციალისტებმა, სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმაც. და ბოლოს, მეცხრე თავში მოცემულია რამდენიმე მოკლე შენიშვნა ჩვენი ზნეობრივი ტრადიციების განვითარებაში რელიგიის როლის შესახებ.

რამდენადაც ევოლუციური თეორია ამ წიგნში არსებით როლს თამაშობს, თავს ვალდებულად ვთვლი აღვნიშნო, რომ უკანასკნელ წლებში ევოლუციური ეპისტემოლოგიის დამუშავება ერთ-ერთი იმედისმომცემი ფაქტია (Camplell, 1977, 1934, Radnizby & Barttey 1987), ის საშუალებას იძლევა უკეთ გავიაზროთ ადამიანი ცოდნის ზრდა და ფუნქციები (Popper, 1934, 1859), აგრეთვე სხვადასხვა ტიპის რთული სპონტანური წესრიგი (Hayek 1964, 1973, 1876). ევოლუციური ეპისტემოლოგია შემეცნების თეორიის ისეთ ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელშიც გონი და მისი მოქმედების პროდუქტები ევოლუციური პროცესის შედეგის სახით განიხილება. ჩემს წიგნში საუბარია ამასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებზე, რომელიც მიუხედავად მათი უდიდესი მნიშვნელობისა უმეტესწილად გამოკვლეული არ არის.

მოკლედ, ევოლუციური ეპისტემოლოგიის გარდა, ჩვენ ზნეობრივ ტრადიციათა განვითარების ეკოლოგიური თეორიაც გვჭირდება. ამასთან ისეთ, რომელიც თავისი ხასიათით განსხვავებული იქნება აქამდე არსებულისგან. ენის, სამართლის, ბაზრისა და ფულის შემდეგ, ცხადია, ადამიანური ურთიერთქმედების ტრადიციული წესები იყო ის სფერო, რომლის მიმართაც ეკოლოგიური მიდგომა იქნა გამოყენებული. ეთიკამ უნდა ცნოს თავისი წარმოშობა და მაშინ ადამიანური სიამაყის უკანასკნელი ბასტიონიც დაეცემა. ზნეობის ასეთ ევოლუციური თეორია უკვე ყალიბდება და საფუძვლად ის პოსტულატი უდევს, რომ ჩვენი ზნეობრივი ნორმები არც ინსტინქტებისაგან წარმოქმნილა და არც ადამიანი გონის შემოქმედების ნაყოფია, ისინი “ინსტიქტსა და გონს შორის” არსებულ ფენომენებს წარმოადგენს და სწორედ ასეთია პირველი თავის სათაური. ამ ფენომენების როლი საოცრად დიდია გონის ფარგლებს მიღმა გამავალი პრობლემური სიტუაციებისა და პირობებისადმი მორგებაში. ისევე როგორც კულტური სხვა ასპექტები, ჩვენი ზნეობრივი ტრადიციების განვითარებაც, ჩვენი გონის განვითარებასთან ერთად ხდებოდა და რა გასაოცარი და პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს ჩემი მტკიცება – ზნეობის ტრადიციები მაინც უფრო სრულყოფილია ვიდრე გონის უნარები.

ელექტრონული ფორმით მოამზადა ლევან შარმაიძემ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი. კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button