სურათებიფაქტებიფლორა & ფაუნა

ზვიგენის ფარფლების ბაზარი

ზვიგენის ფარფლების შავი ბაზარი წარმოადგენს მრავალმილიარდიან, ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა ბიზნესს. მისი მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი იუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. მაგალითად, ეკვადორში ბევრჯერ დაუკავებიათ კონტრაბანდისტები, რომლებსაც საშუალოდ 20 000 ფარფლი გადაჰქონდათ. 1 ფუნტი (453.6 გრამი) ფარფლის საბოლოო ფასმა ბაზარზე შესაძლოა, 300 დოლარს გადააჭარბოს. საქონლის მიმწოდებლები კი ფუნტზე მხოლოდ 1 დოლარს იღებენ გასამრჯელოს, რაც უმეტესად საბოლოო ფასის 1%-საც კი არ შეადგენს.


ზვიგენის მრავალი სახეობა შეიძლება, პოლარულ დათვზე უფრო ადრე გადაშენდეს, თუკი ამ საკითხში სიტუაცია არ შეიცვლება. ვეშაპისებრ ზვიგენს – ყველაზე დიდ თევზს, რომლის სიგრძეც 12 მეტრს აჭარბებს – ბევრ განვითარებულ ქვეყანაში კანონი იცავს, თუმცა ზოგ რეგიონში დღემდე ნადირობის ობიექტს წარმოადგენს. ვეშაპისებრი ზვიგენის 1 ფარფლის ფასი აზიურ ბაზრებში 15 000 დოლარს აღწევს.


ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ავტომატურად უწყობს ხელს ზვიგენის ფარფლების სუპზე მოთხოვნილების ზრდას. საზეიმო წვეულების გამართვისას ზვიგენის ფარფლების სუპით სუფრის „დამშვენება” სიმდიდრისა და პრესტიჟის ასოციაციას იწვევს.


მოპოვებული ზვიგენის ფარფლების 95% ჩინეთში, ტაივანსა და ჰონგკონგში გადააქვთ. ფარფლების ბიზნესი წელიწადში 5%-ით იზრდება.


ყოველ წამს მსოფლიო მასშტაბით 3 ზვიგენი კვდება ადამიანის ხელით. 1 წლის განმავლობაში ამ გზით დაახლოებით 73 მილიონი ზვიგენი ემშვიდობება სიცოცხლეს, რაც გაეროს ოფიციალურ მონაცემზე სამჯერ მეტია. ზვიგენის სუპზე მოთხოვნილების ზრდამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო ოკეანეებიდან ამ არსებების 90% გაქრა.


ხანდახან ფარფლებს ჯერ კიდევ ცოცხალ ზვიგენებს აჭრიან, შემდეგ კი გემზე ადგილის გათავისუფლების მიზნით ისევ წყალში აგდებენ. ზღვაში მოხვედრილი ზვიგენები აგონიაში ვარდებიან და იხოცებიან. ზვიგენების ასეთმა მასიურმა განადგურებამ და მათი, როგორც სახეობების ამოწყვეტამ, შესაძლოა, მსოფლიო ოკეანეების კვების ჯაჭვში დიდი ცვლილება გამოიწვიოს. ზვიგენების რიცხვი კატასტროფულად მცირდება და საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს.


ჩინეთში ლეგალურად იმპორტირებული ზვიგენების 90% სოფელ ჩიბის გაივლის. 20 ოფიციალური კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, წლიურად 4 000 ტონა ზვიგენის ხორცს ამუშავებენ. ჩიბის მოსახლეობა 35 000 ადამიანს შეადგენს და ამ საქმიანობას უკვე 800 წელია, მისდევენ. ზვიგენის სხეულის 98% სხვადასხვა პროდუქტებად ნაწილდება, ბაზარზე თითქმის ყველა ნაწილი იყიდება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button