ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

დონალდ ტრამპმა Microsoft-ს 45 დღის ვადა მისცა TikTok-ის დაუფლებისთვის

Microsoft-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენით. აშშ-ის პრეზიდენტი Microsoft-ს დათანხმდა – აწარმოოს მოლაპარაკებები TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით, თუკი გარიგება მიიღწევა 45 დღის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა სააგენტო Reuters-მა სამ ინფორმატორზე დაყრდნობით. 

image.jpeg

ხსენებული გარიგების წარმატების შედეგად Microsoft მიიღებს TikTok-ის 100 მილიონ მომხმარებელს შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან და გახდება ისეთი გიგანტი სოციალური ქსელების კონკურენტი, როგორებიცაა Facebook და Snap. შეგახსენებთ, Microsoft ფლობს პროფესიონალურ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. 

ტრამპმა გასული კვირის დასასრულს უარი თქვა Microsoft-ის მიერ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შთანთქმის იდეაზე, თუმცა კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ Satya Nadella-სთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და ნება დართო დაიწყოს მოლაპარაკებები ByteDance-თან იმ პირობით, თუკი შეთანხმება მიღწეულ იქნება 15 სექტემბრამდე. წყაროების ინფორმაციით, ეს არის უკიდურესი ვადა, რომელიც ByteDance-სა და  Microsoft-ს დაუწესდა აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტის მიერ: ეს ორგანო გულმოდგინედ განიხილავს გარიგებებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებელი შეიძლება იყოს. 

ერთ-ერთი ინფორმატორის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა რამდენიმე მრჩევლისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის გავლენის შედეგად. TikTok-ის აკრძალვა გამოიწვევდა მომხმარებლების უკმაყოფილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და, დიდი ალბათობით, განაპირობებდა უფლებრივი პრობლემების ტალღას. ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელი დეპუტატი გამოვიდა განცხადებებით, სადაც ტრამპს მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირა TikTok-ის შეძენისთვის.  

ByteDance-სა და Microsoft-ს შორის მოლაპარაკებებს დააკვირდება CFIUS, რომელსაც უფლება აქვს დაბლოკოს ნებისმიერი შეთანხმება. Microsoft-მა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის გარიგების წარმატებით შესრულებაში. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც TikTok ნახსენები არ არის, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა განაცხადა, რომ წარმოუდგენელი სირთულეების წინაშე დგას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button