ზღაპარისაბავშვო

ჯადოსნური ბეჭედი – იტალიური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი ვაჟი.
— დედი, ამ ჩვენს სოფელში არავინ არაფრად მაგდებს. ჰოდა, აბა აქ რას გავ-ხდები? წავალ, ქვეყანას მოვივლი, იქნებ ბედს ვეწიო. ვინ იცის, ეგებ შენც გე-ღირსოს კარგი დღეო, — უთხრა ვაჟმა დედას, გამოეთხოვა და გზას გაუდგა.
ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ ქალაქში მივიდა. ქალაქის ქუჩებში რომ დაყია-ლობდა, ერთი დედაბერი დაინახა. ქალს წყლით სავსე ორი დიდი სათლი სამ-ხრეულით გადაეკიდა და აღმართს შედგომოდა. ისე უჭირდა აღმართზე ას-ვლა, სულს ძლივს ითქვამდა. ვაჟი დედაბერს დაეწია და უთხრა:
— მომეცით ეგ სათლები, ბებო, მე წამოგიღებთო. თქვენთვის ეს მძიმე ტვირ-თიაო.
ჩამოართვა სათლები, შინ მიუტანა, აიარა კიბე, შევიდა სამზარეულოში და სათლები დადგა.
სამზარეულო სულ ძაღლებით და კატებით იყო სავსე. შემოეხვივნენ დედა-ბერს, ფეხებზე ექლისებოდნენ, კრუტუნებდნენ, წკმუტუნებდნენ.
— ასეთი სიკეთე რომ დამდე, რითი გადაგიხადოო? — ჰკითხა დედაბერმა ვაჟს.
— გმადლობთ, ბებო, არაფერი არ მინდა, ისე წამოგიღეო, — მიუგო ვაჟმა.
— აქ დამელოდე, შვილო, — უთხრა დედაბერმა და სამზარეულოდან გავი-და.
ცოტა ხნის მერე უკან დაბრუნდა, ხელში ისეთი უბრალო ბეჭედი ეჭირა, ოთხ გროშსაც არ მისცემდა კაცი. დედაბერმა ვაჟს თითზე ბეჭედი წამოაცვა და უთხრა:
— იცოდე, შვილო, ეს ფასდაუდებელი ბეჭედია. ერთი რომ შეატრიალო თითზე და ჩაუთქვა რაც გინდა, ნატვრას თვალის დახამხამებაში აგისრულებ-სო. კარგად გაუფრთხილდი, არ დაკარგო, თორემ ცუდ დღეში ჩავარდები. ერთ ძაღლს და კატას გაგატან, არ ჩამოგშორდებიან, სულ უკან გდევენ, გონიერი პი-რუტყვებია და დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება რამეში გამოგადგნენო.
ვაჟმა მადლობა გადაუხადა დედაბერს და გზას დაადგა. კაცმა რომ თქვას, დედაბრის ერთი სიტყვაც არ დაიჯერა, ‘რაღაცას ჩმახავს მოხუცი», — გაიფიქრა და არც კი შეატრიალა ბეჭედი საცდელად.
გავიდა ვაჟი ქალაქიდან, ძაღლი და კატა ფეხდაფეხ მისდევდნენ. ვაჟს პი-რუტყვები ძალიან უყვარდა, უხაროდა, ძაღლი და კატა რომ აჩუქეს, ეთამაშე-ბოდა, ეალერსებოდა მათ. ძაღლი და კატაც სულ ხტოდნენ, დარბოდნენ. ამ ყო-ფით შევიდნენ ერთ ტყეში. ამასობაში დაბინდდა. ვაჟი დაიღალა, ცოტას და-ვისვენებო, გაიფიქრა და ხის ძირას წამოწვა. ძაღლი და კატა გვერდით მიუ-ცუცქდნენ, მაგრამ ვაჟს ისე შიოდა, ისე შიოდა, რომ თვალი ვერ მოხუჭა. უცებ დედაბრის ნაჩუქარი ბეჭედი გაახსენდა:
— ცდა ბედის მონახევრეაო, — ჩაილაპარაკა თავისთვის და ბეჭედი შეატრი-ალა. — მშია, სუფრა გამიშალეო.
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ხის ძირას მაგიდა და სამი სკამი გაჩნდა. მაგიდა ხელად გაივსო ნაირ-ნაირი კერძით. ვაჟი მაგიდას მიუჯდა, ძაღლი და კატაც დასხა სკამებზე, გულზე თვითონაც ხელსახოცი აიფარა, იმა-თაც ააფარა და სამივენი მადიანად შეექცნენ. ახლა კი ირწმუნა ვაჟმა ბეჭდის ძა-ლა.
კარგად რომ დანაყრდნენ, ვაჟი ისევ ხის ძირას წამოწვა და მოჰყვა ოცნებას, რას გავაკეთებ ამ ბეჭდის დახმარებითო. მაგრამ არჩევა გაუჭირდა. ჯერ იფიქ-რა, ოქრო-ვერცხლის ზვინებს ჩავუთქვამო. მერე ჯიშიანი ცხენები და ძვირფასი ეტლები მოუნდა, ახლა დიდი მამულები და სასახლეები. სულ ახალ-ახალი სურვილები ებადებოდა.
‘ჭკუაზე შევიშლები,» — გაიფიქრა ბოლოს, მეტი ვერაფრის მოფიქრება რომ ვერ მოახერხა. — კაცს ბედი რომ ეწევა, თურმე ჭკუას კარგავს, ეს კი სულაც არ მინდა. ახლა დავიძინებ, ხვალ ვნახოთ, რას გავაკეთებ, რა გზას დავადგებიო».
გადაბრუნდა გვერდზე და ტკბილად დაიძინა. ძაღლი ფეხთით მიუწვა, კატა — თავთან. მთელი ღამე დარაჯობდნენ ვაჟს ერთგული პირუტყვები.
დილით თვალი რომ გაახილა ვაჟმა, მზე უკვე ამოწვერილიყო, საამურად მოექარგა მწვანედ შემოსილი ხეები, გრილი ნიავიც ქროდა, ჩიტები კი ტკბი-ლად ჟღურტულებდნენ. გამოშუშებული და გახალისებული ვაჟი მკვირცხლად წამოხტა ფეხზე და გაიფიქრა, მოდი, ფეხმარდ რაშს ჩავუთქვამ ჩემს ბეჭედსო, მაგრამ მიიხედ-მოიხედა და ბუნების სიტურფით ისე მოიხიბლა, რომ თქვა, აქ ფეხით გავლას რა სჯობიაო. მერე უნდოდა კარგი საუზმე ენატრა, მაგრამ ტყეში ისე იყო მარწყვი მოდებული, ისე წითლად ღაღანებდა, ამაზე უკეთესს რაღას ინატრებდა. მოსწყურდა, იქვე კამკამა ნაკადული მირაკრაკებდა, ვაჟი დაიხარა და პეშვით დალია წყალი.
გაუდგნენ გზას. იარეს, იარეს, მთა-ბარი გადაიარეს და უცებ, ერთ დიდ სა-სახლეს მიადგნენ. ფანჯარასთან მზეთუნახავი იჯდა. დაინახა ქალმა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვაჟი მხიარულად მოაბიჯებდა, უკან ძაღლი და კატა მოჰყვე-ბოდა, გაუღიმა ალერსიანად. შეხედა ვაჟმაც და, მართალია, ბეჭედი არ დაუ-კარგავს, მაგრამ მზეთუნახავის შემხედვარემ თავი კი და- კარგა.
‘ახლა კი ჩემს ბეჭედს დახმარება უნდა ვთხოვო», — გაიფიქრა ვაჟმა, შეატრი-ალა ბეჭედი და ჩაუთქვა:
— ამ სასახლის პირდაპირ წამოიჭიმოს ამაზე უფრო ლამაზი სასახლე და ოთახები, რაც კი კაცის სულსა და გულს ეამება, ყველაფრით მოიწყოსო.
თვალის დახამხამებაში აღიმართა სასახლე, ჭაბუკი შიგნით მოჰყვა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც იქ ცხოვრობდა. ძაღლი თავის ჯიხურში იჯდა, კატა ცეც-ხლისპირ წამოსკუპებულიყო და პირს იბანდა.
მივიდა ვაჟი ფანჯარასთან, გამოაღო, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან მზეთუნახავი იყურებოდა, გაუღიმეს ერთმანეთს, ამოიხვნეშეს. დროა, ცოლად
ვითხოვო ეს ქალიო, გადაწყვიტა ვაჟმა. ქალი სიხარულით დაეთანხმა, საწინა-აღმდეგო არც მშობლებს ჰქონდა რამე და ერთ კვირაში იქორწინეს.
პირველივე ღამეს მზეთუნახავმა ვაჟს ჰკითხა:
— მითხარი, როგორ მოხდა ასეთი სასწაული, თვალის დახამხამებაში მიწი-დან როგორ ამოვიდა სოკოსავით შენი სასახლეო?
დაფიქრდა ვაჟი, ვუთხრა თუ არაო. მერე გადაწყვიტა, ჩემი ცოლია, რად უნ-და დავუმალოო, ადგა და ჯადოსნური ბეჭდის ამბავი უამბო. ბოლოს ორივეს ჩაეძინა.
ქალმა რომ შეატყო, ღრმა ძილში წავიდა ქმარიო, ფრთხილად წააძრო თითიდან ბეჭედი. ადგა, მსახურებს უხმო და უბრძანა:
— ახლავე ჩემი დედ-მამის სახლში წადით ყველა, მეც მალე დავბრუნდებიო.
მართლა წავიდა თავისი დედ-მამის სახლში. შევიდა თუ არა შინ, შეატრიალა ბეჭედი და ჩაუთქვა:
— ჩემი ქმრის სასახლე, აი, იმ მაღალ, მიუვალ მთის მწვერვალზე აიტანეო.
სასახლე ხელად გაქრა. ცოტა ხანში დაინახა მზეთუნახავმა, რომ მისი ქმრის სასახლე მთის მწვერვალზე წამოსკუპდა.
დილით ვაჟმა გაიღვიძა, მიიხედ-მოიხედა. ცოლი არსად ჩანდა. ადგა, ფანჯარა გამოაღო და გარეთ გაიხედა. ვაი, იმ გახედვას! უფსკრულის პირას იდგა მისი სასახლე. ვაჟმა თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მეჩვენებაო. ჩაიხედა ისევ უფსკრულში და თვალუწვდენელ სიღრმეზე, უფსკრულის ფსკერზე, ნაპრალები და ბურცობები დაინახა. ირგვლივ დათოვლილი მთები ერტყა მის სასახლეს. ბეჭდის შეტრიალება დააპირა — აღარსად იყო ბეჭედი. მსახურებს უხმო, პასუხი არავინ გასცა. მარტო ძაღლმა და კატამ მიირბინეს. ეს პირუტყვებიც იმიტომ შერჩა, რომ ცოლს მარტო ჯადოსნურ ბეჭედზე უამბო, ძაღლზე და კატაზე კი არაფერი უთქვამს.
ვაჟმა ჯერ ვერ გაიგო, რა მოხდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ცოლის, იმ ვერაგი მოღალატის წყალობით ჩავარდა ასეთ გასაჭირში. მიხვედრით მიხვდა, მაგრამ ახლა ეს რაღას უშველიდა. როგორ გავაღწიო აქედანო, გაიფიქრა და ისევ გარეთ გაიხედა, მისი სასახლის კარ-ფანჯრები უფსკრულს გადაჰყურებდა, გზა არსაით იყო. შინ რაც საჭმელი ჰქონდათ, იმით რამდენიმე დღეს გაჭირვებით გაიტანდნენ თავს. მერე კი შიმშილით ამოგვძვრება სულიო, შეშფოთდა ვაჟი.
დაინახეს ძაღლმა და კატამ, რომ მათი პატრონი ჯავრისაგან აღარ იყო. გვერდით მიუცუცქდნენ და ძაღლმა უთხრა:
— დარდი ნუ გაქვს, ბატონო, მე და კატა, როგორმე გავიკვლევთ გზას, ჩავალთ ბარში და ბეჭედს დაგიბრუნებთო.
— ჩემო კარგო მეგობრებო, თქვენი იმედიღა მაქვს. რა დაგიმალოთ, აქ შიმშილით სიკვდილს ამ კლდიდან გადაჩეხა მირჩევნიაო.
ძნელ გზას დაადგნენ ძაღლი და კატა: ბევრი იწვალეს, ხან ბუჩქებს ეპოტინებოდნენ, ხან დაგორდებოდნენ, ხრამიდან ხრამზე ხტებოდნენ, კლდიდან კლდეზე და, როგორც იყო, დიდი ტანჯვა-წვალებით ჩავიდნენ
ბარად. ხეობაში მდინარე მოედინებოდა, ახლა ის უნდა გადაეცურათ. ადგა ძაღლი, შეისვა ზურგზე კატა და გაღმა გაიყვანა.
როგორც იქნა, ღამე მიადგნენ ვერაგი ქალის სახლს. ყველას ღრმა ძილით ეძინა. ჭიშკრის ქვეშ გაძვრნენ და ეზოში ამოჰყვეს თავი.
— შენ აქ დარჩი ყარაულად. მე კი წავალ, დავზვერავ აქაურობას. ვნახოთ, რის გაკეთებას მოვახერხებთო, — უთხრა კატამ ძაღლს.
უჩუმრად აიპარა კიბეზე და ვერაგი ქალის საწოლ ოთახს მიადგა. კარი დაკეტილი დახვდა. ვერსაიდან შეძვრებოდა ოთახში. იდგა კართან და ფიქრობდა, რა ვქნა, რა ვიღონოო. ამ დროს ჩასუქებულმა თაგვმა ჩაუცუნცულა, კატამ მარჯვედ სტაცა თათი და დაიჭირა.
— შემიბრალე, ნუ შემჭამო, — შეევედრა თაგვი.
— კარგი, დაგინდობ, მაგრამ ერთი პირობით, — უთხრა კატამ, — აი, ამ ოთახის კარში ისეთი ხვრელი გამოხარი, რომ შიგ გავძვრეო.
მივარდა თაგვი კარს და დაუწყო ღრღნა. ღრღნა, ღრღნა, სულ დააცვდა კბილები, მაგრამ ხვრელი ისეთი პაწია გაიყვანა, რომ კატა კი არა, თვითონაც ვერ გაეტია.
— წრუწუნები თუ გყავსო? — ჰკითხა კატამ.
— როგორ არა, შვიდი თუ რვა წრუწუნა მყავს, სულ ერთი მეორეზე ცქვიტებიო, — მიუგო თაგვმა.
— წადი და საჩქაროდ ერთი წრუწუნა აქ მომგვარე. იცოდე, თუ არ დაბრუნდები, სულ ერთია, მაინც დაგიჭერ და ჩაგსანსლავო, — დაემუქრა კატა.
— გაცუნცულდა თაგვი და პაწია წრუწუნა მოიყვანა.
— ყური მიგდე, პატარავ, — უთხრა კატამ, — თუ გინდა დედაშენი სიკვდილს გადაარჩინო, აი, ამ ხვრელში გაძვერი. ოთახში ქალსა სძინავს, ახტი მის საწოლზე, თითიდან ბეჭედი წააძრე და მარდად მომიცუნცულეო.
გაძვრა წრუწუნა ხვრელში და მალე ხელცარიელი დაბრუნდა უკან.
— იმ ქალს ხელზე ბეჭედი არ უკეთია, — მოახსენა კატას.
კატა არ დაიბნა.
— პირში ექნება დამალული. აბა, მარდად. ახტი მის საწოლზე და კუდით მანამდე უხიცინე ცხვირში, ვიდრე არ დააცემინებს, რომ დააცემინებს, პირს გააღებს ბეჭედი გადმოუვარდება, სტაცე პირი და მომირბენინეო.
მართლაც, ისე მოხდა ყველაფერი, როგორც კატამ ივარაუდა. ხელად მოუცუნცულა წრუწუნამ ბეჭედი. სწვდა კატა ბეჭედს და კიბეზე დაეშვა.
— ბეჭედი მოგაქვსო? — შემოეგება ძაღლი.
— მომაქვს, მომაქვსო, — მიუგო კატამ.
ორივენი გაძვრნენ ჭიშკრის ქვეშ და მოკურცხლეს.
ძაღლს შეშურდა კატის სიმარჯვე, ჰოდა, მდინარესთან რომ მიირბინეს, ძაღლმა კატას უთხრა:
— ბეჭედი მომეცი, თორემ გაღმა არ გაგიყვანო.
კატას არ უნდოდა ბეჭდის მიცემა, წაკინკლავდნენ, კატას პირიდან გაუვარდა ბეჭედი და წყალში მოადინა ტყაპანი. წყალში თევზი მიცურავდა,
გააღო თევზმა პირი, გადაყლაპა ბეჭედი. ახლა ძაღლმა იმარჯვა, გადაეშვა წყალში. ეცა თევზს და გადაყლაპა. გაუხარდა ძაღლს, შეისვა კატა ზურგზე და გაღმა გაიყვანა. მიდიოდნენ ძაღლი და კატა, მიდიოდნენ და ჩხუბობდნენ. ასე ჩხუბით მიადგნენ სასახლის კარს.
— ბეჭედი მოგაქვთო? — ჰკითხა შეშფოთებულმა ვაჟმა.
ძაღლმა თევზი ამოაგდო პირიდან, თევზმა კი _ ბეჭედი.
ამ დროს კატამ წამოიძახა:
— მე რომ არა, ემაგ ბეჭედს თვალით ვერ ნახავდით. საქმე საქმეზე რომ მივიყვანე, ბეჭედი ძაღლმა წამართვაო.
— მე რომ თევზი არ გადამეყლაპა, სად იქნებოდა ახლა ეს ბეჭედიო? — გაისმა ძაღლის პასუხი.
ვაჟმა ორივეს ხელი გადაუსვა:
— ჩემო კარგებო, რა გაჩხუბებთ, ორივე ერთნაირად მიყვარხართო.
კარგა ხანს ეფერა ცალი ხელით ძაღლს, მეორეთი — კატას. იმდენი ქნა, მაინც შეარიგა ძველი მეგობრები.
მერე ერთად შევიდნენ სასახლეში, შეატრიალა ვაჟმა ბეჭედი და ჩაუთქვა:
— ჩემი სასახლე ძველ ადგილას დადგი, ჩემი ცოლისა კი ამ მთის წვერზე ამოაფრინეო.
ორივე სასახლემ ადგილი შეინაცვლა. ვაჟის სასახლე ისევ აყვავებულ ველზე ჩამოიდგა, მზეთუნახავისა კი მთის წვერზე წამოსკუპდა. შიშით დაზაფრული მზეთუნახავი სულ ცივი ხმით კიოდა.
წავიდა ვაჟი სამშობლოში, ჩამოიყვანა დედა. ისე უვლიდა და ანებივრებდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ცხოვრობდნენ ტკბილად და უდარდელად. ძაღლი და კატაც მათთან იყვნენ, შეხმატკბილებულად ატარებდნენ დროს. ხანდახან თუ წაკინკლავდებოდნენ. ვაჟი ფიქრობდა, ცუდია, როცა კაცი უშრომლად სჭამს პურსო, და თავის ჯადოსნურ ბეჭედს იშვიათად ჩაუთქვამდა ხოლმე რამეს.
როცა ხალხმა გზა გაიკვლია და მთაზე ავიდა, საწოლში ჩონჩხადქცეული მზეთუნახავი ნახეს — შიმშილით მიცვლილიყო.
საშინელი სიკვდილით მოკვდა ქალი, მაგრამ ახი იყო, უკეთესი ხვედრი არც ეკუთვნოდა.
ტრენტინო

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button