ზღაპარისაბავშვო

უსულო ტანი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვრივი დედაკაცი. ერთი ვაჟიშვილის მეტი არავინ დადიოდა მის ბარობაზე. ცამეტი წლისა რომ შესრულდა ბიჭი, გადაწ-ყვიტა, წავალ, ქვეყანას შემოვივლი, ეგებ ბედს ვეწიოო.
— შვილო, ჯუანინ! ჯერ პირზე რძე არ შეგშრობია, რა დროს შენი ხეტიალია, — უთხრა დედამ. — როცა ისე დავაჟკაცდები, რომ ჩვენი სახლის უკან მდგარ ნაძვის ხეს წიხლისკვრით წააქცევ, მაშინ დაგილოცავ გზასო.
იმ დღიდან მოყოლებული ჯუანინი თვალს გაახელდა თუ არა, წამოხტებო-და ლოგინიდან, გაქანდებოდა ხისკენ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაეძგე-რებოდა. მაგრამ ხე არც შეირხეოდა, თვითონ კი ზღართანს გაადენდა მიწაზე. წამოდგებოდა ბიჭი, ტანისამოსს გაიფერთხავდა და კუდამოძუებული გაბრუნ-დებოდა უკან.
ერთ მშვენიერ დღეს ჯუანინი მთელი ძალით ეძგერა ხეს. ხე შექანდა, გადა-იზნიქა, ძირს დაენარცხა და ფესვები ზევით ამოყარა.
ჯუანინიმ დედას დაუძახა. ქვრივმა წაქცეული ხე რომ დაინახა, შვილს უთ-ხრა:
— ახლა კი, ჩემო შვილო, საითაც გენებოს, იქით წადიო.
გამოემშვიდობა ჯუანინი დედას და გზას გაუდგა. იარა, იარა, ბევრი იარა, თუ ცოტა, ერთ ქალაქში მივიდა. თურმე იმ ქვეყნის ხელმწიფეს ერთი გაუხედ-ნავი ცხენი ჰყავდა, რონდელო ერქვა. ბევრმა სცადა რონდელოს გახედნა, მაგ-რამ ვერავინ შეძლო. შეჯდებოდნენ ცხენზე, გაატარებდნენ რამდენიმე ნაბიჯს, დაფრთხებოდა რონდელო და მხედარს გადმოაგდებდა. ჯუანინიმ შეამჩნია, რომ ულაყს თავისი ჩრდილისა ეშინოდა. რაკი მიზეზი გაუგო, კარისკაცებს მო-ახსენა, მე გავხედნი ცხენსო. გამოაყვანინა საჯინიბოდან, ჯერ დაუყვავა, რონ-დელო, რონდელოო, მერე უცებ უნაგირს მოევლო, ქუჩაში გაიყვანა და მზის შუქის პირდაპირ ატარა. ცხენი თავის ჩრდილს ვეღარ ხედავდა და მშვიდად მიუყვებოდა გზას. ჯუანინიმ სადავე მოსწია, დეზები შემოჰკრა და გააჭენა ულაყი. სულ მალე კრავივით მოათვინიერა რონდელო, მაგრამ ცხენმა ჯუანი-ნის მეტი არავინ მიიკარა.
ხელმწიფემ კარისკაცად დანიშნა ჯუანინი და ძალიან შეიყვარა. შეშურდათ ეს კარისკაცებს, ბოღმით აივსნენ და გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ ჭა-ბუკი.
ხელმწიფეს ერთი ქალი ჰყავდა. თურმე რამდენიმე წლის წინათ მისი ასული ჯადოქარმა უსულო ტანმა მოიტაცა. მას მერე არავინ იცოდა მისი ასავალ-დასა-ვალი.
შურიანმა კარისკაცებმა ერთ მშვენიერ დღეს მოახსენეს ხელმწიფეს, ჯუანი-ნი იკვეხნიდა, ჩემს მეტს არავის შეუძლია ხელმწიფის ქალის გამოხსნაო. დაი-ბარა ხელმწიფემ ჯუანინი. საბრალო ჭაბუკმა არაფერი იცოდა ხელმწიფის ქალ-ზე და მეხივით დაეცა ეს ამბავი. ხელმწიფე ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთ რა-მეს მოიგონებდნენ მისი კარისკაცები და, რაკი ჯუანინიმ ხმა ვეღარ ამოიღო, საშინლად განრისხდა.
— ან დაიხსნი ჩემს ქალს ტყვეობიდან, ან არადა, თავს მოგჭრითო, — უთხრა ჯუანინს.
ჭაბუკმა იცოდა, სიმართლე რომ ეთქვა ხელმწიფისთვის, მაინც არ დაუჯე-რებდა და მსახურს სთხოვა: ჩემს ოთახში, კედელზე, ჟანგიანი ხმალი ჰკიდია, წადი და მომიტანეო. ხმალი რომ მიუტანეს, შეკაზმა რონდელო და გზას გაუდ-გა. ტყეში ლომმა გზა გადაუჭრა, უბრძანა, გაჩერდიო, ჯუანინს შიშის ზარი და-ეცა, მაგრამ გაქცევისა შერცხვა, დაქვეითდა და ლომს ჰკითხა, რას მიბრძანებ-თო.
— ჯუანინ, — უთხრა ლომმა, — ოთხნი ვართ^: მე, ძაღლი, არწივი და ჭიანჭ-ველა. აგერ, ამ მკვდარი ვირის გაყოფა გვინდა და ვერ მოგვიხერხებია. შენ ხმა-ლი გაქვს, აჩეხე ეგ ვირი და სამართლიანად გაგვინაწილეო.
ჯუანინიმ თავი მოსჭრა ვირს და ჭიანჭველას მისცა:
— აჰა, წაიღე. სახლის მაგივრობასაც გაგიწევს, შიგნით კი იმდენ საჭმელს იპოვი, რამდენიც შენს სულსა და გულს ესიამოვნებაო.
მერე ფეხები მოსჭრა ვირს და ძაღლს მიუგდო:
— აჰა, სახრავად გეყოფაო.
ახლა შიგნეული გამოაცალა ვირს და არწივს გაუწოდა:
— ესეც შენ. აიტანე ხის კენწეროზე და მოულხინეო.
ვირის ტანი კი ლომს მიართვა. ეს ყველაზე ძლიერი ცხოველი მშვიდად ელოდა თავის წილს.
ყველას თავთავისი არჩივი რომ უბოძა, ცხენს მოახტა და ის იყო ადგილიდან უნდა დაეძრა, რომ ლომმა ისევ შეაჩერა. ვაიმე, ალბათ კარგად ვერ გავუნაწი-ლეო, — გაუელვა თავში ჯუანინს.
— ძალიან კარგად გაგვინაწილე, — უთხრა ლომმა, — დიდი სიკეთე გვიყავი და ყველას გვინდა, რითიმე მადლობა გადაგიხადოთ. აი, გამომართვი ეს ბრჭყალი, თითზე წამოიცვამ თუ არა, უმალ ყველაზე მრისხანე ლომად გადა-იქცევიო.
— ჩემი ულვაშიც ინებე, — უთხრა ძაღლმა, როგორც კი ჩაირჭობ საულვაშე-ში, მაშინვე ისეთ ფეხმარდ ძაღლად გადაიქცევი, რომ შენი დამწევი ან გამსწრე-ბი ქვეყნად არ იქნებაო.
— ფრთიდან ბუმბული გამომაძრეო, — შეესმა ჭაბუკს არწივის ხმა. _ ამ ბუმ-ბულს ისეთი ძალა აქვს, რომ წამში დიდ, მძლავრ არწივად გადაგაქცევსო.
— მე კი ჩემს ფეხს გიბოძებ, — უთხრა ჭიანჭველამ, — ტანზე მიიწებებ და სულ პაწაწკინტელა ჭიანჭველად იქცევი. ისეთი პაწია გახდები, რომ გამადი-დებელი შუშითაც ვერავინ დაგინახავსო.
ჯუანინიმ ოთხივეს მადლობა მოახსენა, გამოართვა, რაც უბოძეს, და გზას გაუდგა. ოღონდ ეჭვობდა, ნეტა მართლა აქვთ ჯადოსნური ძალა, თუ მასხრად ამიგდესო. კარგა დიდი გზა რომ გაიარა, თქვა, მოდი, გამოვცდიო. ჯერ ლომის კლანჭი წამოიცო თითზე. მაშინვე ლომად გადაიქცა. მერე არწივის ფრთა მიი-წება და უცებ ცაში აიჭრა. ახლა ძაღლის ულვაში გამოსცადა. ხელად ფეხმარდ ძაღლად გადაიქცა. ბოლოს ჭიანჭველის ფეხიც მიიწება და პაწაწკინტელა ჭიან-
ჭველად იქცა. მერე ისევ ლომად იქცა, ისევ არწივად, ისევ ძაღლად, ისევ ჭიან-ჭველად. მერე ისევ ლომად, არწივად, ძაღლად, ჭიანჭველად. რაკი დარწმუნდა, მართლა ჯადოსნური ძალა აქვთ ამ ბრჭყალს, ულვაშს, ფრთასა და ფეხსო, მე-ტად კმაყოფილმა გააქროლა რონდელო. გალია ტყე ჯუანინიმ და რასა ხედავს? მის წინ კამკამა ტბაა. შუაგულ ტბაში კოშკია აღმართული. სწორედ ეს იყო ჯა-დოქარ უსულო ტანის კოშკი. გადაიქცა ჯუანინი არწივად, აფრინდა, დაკეტი-ლი ფანჯრის რაფაზე შემოჯდა, იქცა პაწაწა ჭიანჭველად, ჭუჭრუტუნაში შეძ-ვრა და ხელმწიფის ქალის საწოლ ოთახში ამოჰყო თავი. ხელმწიფის ქალი საჩ-რდილობელქვეშ იწვა და ეძინა. ჭიანჭველა ლოყაზე შეაცოცდა, იმდენი უცაცუ-ნა ქალს თავი, ვიდრე არ გააღვიძა. ჯუანინიმ ჭიანჭველის ფეხი მოიშორა და ხელმწიფის ქალმა მშვენიერი ჭაბუკი დაინახა.
— ნუ გეშინია, შენს დასახსნელად მოვედიო, — უჩურჩულა ჯუანინიმ, თან ანიშნა, ხმა არ ამოიღოო, — ჯადოქარს გამოსტყუე, როგორ შეიძლება მისი მოკ-ვლაო.
ჯადოქარი ხელმწიფის ასულის საწოლ ოთახში რომ შევიდა, ჯუანინი ისევ ჭიანჭველად გადაიქცა. ხელმწიფის ქალი ალერსიანად შეეგება ჯადოქარს, ფეხ-თით დაისვა, თავი კალთაში ჩაადებინა.
— ჩემო საყვარელო ჯადოქარო, ვიცი, უსულო ტანი გაქვს და უკვდავი ხარ, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მასვენებს. სადღაც ხომ გაქვს სული დამალული? ვა-ითუ ვინმემ გაიგოს შენი საიდუმლო და მოგკლას. ამის დარდით მოსვენება დავკარგეო.
— არ დაგიმალავ, გეტყვი, სადაც არის ჩემი სული, — მიუგო ჯადოქარმა, — ცხრა მთითა და ცხრა ზღვით ხარ ხალხს დაშორებული, ჩემს საიდუმლოს ვე-რავის გაუმხელო.
ჩემს მოსაკლავად ქვეყნად ისეთი მძლავრი ლომი უნდა გაჩნდეს, შავ ლომს სძლიოს, ჩემს ტყეში რომ ცხოვრობს. თუ შავ ლომს მოკლავენ, მისი ტანიდან ფეხმარდი შავი ძაღლი გამოხტება, იმ ძაღლს მხოლოდ ყველაზე ფეხმარდი ძაღლი დაეწევა, თუ ამ შავ ძაღლსაც მოკლავენ, შავი ძაღლის მუცლიდან უძ-ლიერესი შავი არწივი ამოფრინდება. არ ვიცი, მისი მძლევი არწივი სადმე თუ იქნება ამქვეყნად. შავი არწივის მუცელში შავი კვერცხი დევს, თუ იმ კვერცხს შუბლზე დამახლის ვინმე, მაშინ დავლევ სულს. როგორ ფიქრობ, ადვილია ჩე-მი მოკვლა? მაშ, კიდევ ინაღვლებ ამაზეო?
ჯუანინი ჭიანჭველის პაწია ყურებით ისმენდა ყველაფერს. ჯადოქარმა სათ-ქმელი რომ მოათავა, ჭიანჭველა ისევ ჭუჭრუტანაში გაძვრა, არწივად იქცა და ტყისკენ გასწია. ტყეში რომ მიფრინავდა, უმძლავრეს ლომად იქცა, დაშლიგი-ნობდა ბარდებში, უვლიდა ტყეს, იმდენი იარა, ვიდრე შავ ლომს არ წააწყდა. მაშინვე დაეძგერნენ ერთმანეთს. ჯუანინი უმძლავრესი ლომი იყო და ხელად გაფატრა შავი ლომი.
კოშკში მჯდარ უსულო ტანს თავბრუ დაესხა.
როგორც კი ლომმა სული განუტევა, მისი მუცლიდან ფეხმარდი ძაღლი გა-მოხტა და მოკურცხლა. მაგრამ ჯუანინიც ხელად ყველაზე ფეხმარდ ძაღლად
იქცა, გაენთო, დაეწია შავ ძაღლს და ეცნენ ერთმანეთს. კბილი ჰკიდეს, მიწაზე გაგორდნენ, იბრძოდნენ გააფთრებით. ბოლოს მაინც ჯუანინიმ სძლია და შავი ძაღლი მოახრჩო.
ჯადოქარი ლოგინში ჩაწვა.
შავი ძაღლის მუცლიდან არწივი ამოფრინდა. ჯუანინი ხელად ყველაზე მძლავრ არწივად იქცა და გამოუდგა, დაეწია, ეცნენ ერთმანეთს, უნისკარტებ-დნენ, ბრჭყალავდნენ. მაგრამ ჭაბუკმა იმასაც სძლია და შავი არწივი ტყვიასა-ვით დაეშვა ძირს.
ჯადოქარს შეაცია, საბნების გროვა ზედ დაიყარა, მაგრამ მაინც ძაგძაგებდა.
ჯუანინი ადამიანად იქცა, გამოშიგნა არწივი, ამოაცალა შავი კვერცხი, გასწია ციხე-კოშკისკენ და ხელმწიფის ქალს მიართვა შავი კვერცხი.
— როგორ ჩაიგდე ხელთ? — გაუკვირდა ქალს.
— დიდად არ გამჭირვებია. ახლა შენ იცი და შენმა ქალობამაო, — უთხრა ჯუანინიმ.
ხელმწიფის ქალი ჯადოქართან მივიდა:
— როგორა ხარო?
— რაღა როგორა ვარ. ვიღაც მოკვლას მიპირებს, ვაი ჩემი ბრალიო, — ამოიკ-ვნესა ჯადოქარმა.
— ფინჯნით ბულიონი მოგიტანე, აბა, დალიეო, — უთხრა ხელმწიფის ქალ-მა.
ჯადოქარმა წამოიწია, ფინჯანზე დაიხარა ბულიონის დასალევად.
— მოიცა, ბულიონში კვერცხს ჩავახლი, უფრო გარგებსო, — უთხრა ხელმწი-ფის ქალმა და შავი კვერცხი ზედ შუბლზე დაახალა.
ჯადოქარმა იქვე დალია სული.
ჯუანინიმ ქალი მამას მიჰგვარა. გაიხარა ხელმწიფემ, ზეიმობდა დიდი და პატარა, ქალი და კაცი. ხელმწიფემ ჯუანინს ცოლად შერთო თავისი ასული.
ლიგურია

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button