ავტომობილიახალი ამბები

BMW-მ წარადგინა ელექტროსკუტერ Motorrad Definition CE 04-ის კონცეპტი

გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია BMW-მ წარადგინა ელექტროსკუტერ Motorrad Definition CE 04-ის კონცეპტუალური ვერსია.

კომპანიას არ გაუხმაურებია სკუტერის ტექნიკური მახასიათებლები, ასე რომ მონაცემები ძრავის სიმძლავრის, აკუმულატორის მოცულობისა და სხვა დეტალების შესახებ უცნობია. როგორც ჩანს, კომპაქტური სკუტერი გათვლილია მძღოლისა და ერთი მგზავრის ტრანსპორტირებაზე, ორიენტირებულია ქალაქის პირობებში გამოყენებაზე და არ არის განკუთვნილი შორ მანძილზე რეგულარული დამუხტვების გარეშე გადაადგილებისთვის. 

image.jpeg

CE 04 სკუტერს თანამედროვე დიზაინი აქვს. აკუმულატორი განთავსებულია იატაკის ქვეშ, რის ხარჯზე შესაძლებელი გახდა კონსტრუქციაში გამოთავისუფლებულიყო დამატებითი სივრცე რაიმეს შენახვისთვის. მაგალითად, მძღოლს შეუძლია შეინახოს დამცავი ჩაფხუტი სავარძლის ქვეშ არსებულ საბარგულში. სტანდარტული მართვის პანელის ნაცვლად წარმოდგენილია დისპლეი, რაც სკუტერს უფრო ინდუსტრიალური ტრანსპორტის იერსახეს ანიჭებს. 

image.jpeg

უნდა აღინიშნოს, რომ BMW ძალისხმევას არ იშურებს შექმნას ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალების სერია ელექტრო ძრავზე. მაგალითისთვის, გასულ წელს გამოვიდა Motorrad Vision DC Roadster, ელექტრო მოტოციკლის კონცეპტი, რომელსაც BMW-ს კლასიკური, ორცილინდრიანი მოტოციკლების მსგავსი საკულტო დიზაინი გააჩნია. 

image.jpeg

CE 04 სკუტერის შექმნისას ინჟინრები ეყრდნობოდნენ 2014 წელს გამოსულ საკმაოდ პრაქტიკულ სკუტერ BMW C Evolution-ს. ამ სკუტერს გავლის მარაგის შთამბეჭდავი მაჩვენებელი (დაახლოებით 160 კმ) და სიჩქარე (130 კმ/სთ-მდე) აქვს. თუმცა მისი ფასის, 14 ათასი აშშ დოლარის გამო C Evolution-ისთვის რთულია გახდეს პოპულარობის პრეტენდენტი. 

image.jpeg

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში BMW აქტიურად მუშაობს ელექტრო ძრავის მქონე ორსაბურავიანი ტრანსპორტის განვითარებაზე. 2016 წელს კომპანიამ წარადგინა კონცეპტუალური მოტოციკლი Vision Motorrad Next 100, რომელიც სუპერგმირების შესახებ არსებული ფილმების სატრანსპორტო საშუალებას მოგვაგონებს. 2017 წელს წარადგინეს Motorrad Concept Link, რომელიც ჰგავდა C Evolution-ის უფრო ფუტურისტულ ვერსიას. ამჟამად წარმოდგენილი Motorrad Definition CE 04 სავსებით შეესაბამება დიზაინის ევოლუციის სამომავლო განვითარებას. 

image.jpeg

უნდა აღინიშნოს, რომ თუკი CE 04 გამოვა კონცეპტის კატეგორიიდან და იქცევა სერიული წარმოების მოდელად, BMW-ს დიდი კონკურენცია ელის. ამჟამად ბაზარზე უკვე წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მსგავსი სკუტერი ელექტრო ძრავით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button