განხილვაწიგნები

მომავალი წარსული – გივი ალხაზიშვილი

“არაფერი იმალება მზისქვეშეთში”

ამ წიგნიდან რამდენიმე მონაკვეთი, სხვადასხვა დროს, ჟურნალში “ჩვენი მწერლობა” გამოქვეყნდა..
პირველივე პუბლიკაციას მოჰყვა არაჯანსაღი მითქმა-მოთქმა და ურთიერთგამომრიცხავი და ტენდენციური შეფასებები.
არ გამკვირებია, ველოდი კიდეც მწვავე გამოძახილს, რადგან ფაქტები, ამ წიგნში რომ მოგითხრობთ, ბურუსითაა მოცული და დღემდე სიმართლე არავის უთქვამს.
წიგნში ისეა შერწყმული დოკუმენტური და მხატვრული ქსოვილი, რომ შეუძლებელია მათი გამოყოფა და გაცალკევება.
“მომავალი წარსული” – გასული საუკუნის 60_იანი წლებიდან
ორიათასი წლის ჩათვლით – ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს.
ეს წიგნი მომავალი თაობებისთვის დავწერე, რათა მათ იცოდნენ, რა დრო გამოვიარეთ ჩვენ და იცოდნენ აგრეთვე ის, რომ მზისქვეშეთში არაფერი იმალება.
ეს წიგნი მრავალწახნაგოვანი და მოზაიკურია, როგორც შესავალ წერილში აღნიშნავს როსტომ ჩხეიძე და ვფიქრობ, დღესაც აქტუალურია, თუნდაც იმით, რომ გამომზეურებულია ის მიჩუმათებული ფაქტები, ზოგიერთებს რომ მეხსიერების სქოლიოში ჩატოვება ერჩიათ, რათა დაევარცხნათ, “გაელამაზებინათ” თავიანთი ბიოგრაფიები.
ისე ჩაიარა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველმა ათწლეულმა, რომ ბევრ რამეს თავის სახელი არ დაერქვა და ეს იმიტომ, რომ დიდხანს გრძელდებოდა პოსტსაბჭოური მმართველობა და ძველი პარტიული ფუნქციონერები ინარჩუნებდნენ ხელისუფლებასა და ქვეყანაზე სრულ გავლენას.
შევეცადე მომეთხრო იმ საშინელ ჟამიანობაზე, როცა ყველაფრის გაუკუღმართება შეიძლებოდა და გაუკუღმართებულის მიფუჩეჩება იოლი საქმე გახლდათ.
მზისქვეშეთში რადგან არაფერი იმალება, არ დაიმალა ეს ფაქტებიც და მოვლენებიც, თავის ავ-კარგით ამ წიგნში რომ აისახა.

გივი ალხაზიშვილი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button