კინემატოგრაფიასია

10 დამაბნეველი და უცნობი ფაქტი, ჰარი პოტერის შესახებ!

ვისაც ჰარი პოტერი გიყვართ, მოკალათდით და ერთად ვიპოვოთ დამალული ფაქტები ფილმის კადრებს მიღმა! 😁🍿

1) იმის გამო, რომ ტომ ფელტონი ხშირად, გადაღებებისას საწუწნ კანფეტებს მიირთმევდა, დიზაინერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მსახიობის ლაბადის ჯიბე კარგად ამოეკერათ!

2) თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ლილი პოტერის როლი, ჯოან როულინგს უნდა ეთამაშა!

3) ემა უოტსონის მოსმენისა და კასტინგის პროცესი ძალიან სტრესული იყო! “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის” გადაღებებამდე, მთელი ეკიპაჟი დადიოდა ინგლისის სხვადასხვა სკოლაში და ეძებდა როლისთვის შესაფერის მსახიობ გოგონას, რომელიც ტრიოს “ჰარი, რონი და ჰერმიონი” მოერგებოდა. ემა უოტსონმა აღიარა, რომ ძალიან ეშინოდა იმ რამდენიმე ათეული გოგონებისა, რომლებსაც მასზე კარგად შეეძლოთ თამაში და სხვათაშორის, ეს მისი პირველი ნაბიჯი იყო სამსახიობო კარიერაში!

4) პროდიუსერებმა ნამდვილად გაწვრთნეს ბუები იმისთვის, რომ მათ მსახიობებისთვის წერილები მიეტანათ! ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა რამდენიმე თვე დაუთმო მხოლოდ იმას, რომ ნამდვილი ბუები გაეწვრთნათ და კადრში ცოცხალი ფრინველი ყოფილიყო!

5) თავდაპირველად, ტომ ფელტონი განიხილებოდა ჰარის ან რონის როლზე, ვიდრე დრაკო მალფოის! მან აღიარა, რომ აქედან რომელიმე პერსონაჟი უნდა ეთამაშა და არა “ცუდი ბიჭი” დრაკო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც რონისა და ჰარის როლები დენიელ რედკილფსა და რუპერტ გრინტს დაუმტკიცდათ.

6) სიკვდილის საჩუქრების სიმბოლო დამალული იყო ფილმის მეოთხე ნაწილში! ისე ჩანს, თითქოს როულინგი ფილმების პირველ სერიაში გასაღებებს მალავდა, თუ რა ელოდა ჰარის მომავალში. ფანებმა შენიშნეს, რომ ფილმის მეოთხე ნაწილში, “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი”, კადრში დამბლდორის კარადა და იქ დამალული სიკვდილის საჩუქრების სიმბოლო გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მან საფიქრალა გამოიყენა.

7) დეიელ რედკლიფმა 160 სათვალე გამოიცვალა! ჰარის სათვალე შოუს ის ნაწილი იყო, რაც პერსონაჟს ინდივიდუალიზმსა და განსაკუთრებულობას მატებდა. ფილმის რვა ნაწილის გადაღებების განმავლობაში, რედკლიფმა 160 სათვალე და 60 სხვადასხვა ჯადოსნური ჯოხი გამოიცვალა.

8) დრაკო მალფოისა და ვოლდემორტის უხერხული ჩახუტება იმპროვიზაცია იყო! ტომ ფელტონმა აღიარა, რომ ეს ბნელი ლორდის როლის შემსრულებლის, რალფ ფაინზის იდეა იყო და თავად ფელტონიც კი შოკირებული დარჩა, თუ რამდენად უცნაური და საშიში სცენა გამოვიდა საბოლოოდ.

9) ჰარის დრაკოს მიმართ გრძნობები ჰქონდა! ტომ ფელტონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს სრულიად ცხადი იყო, რომ ჰარის ლტოლვა ჰქონდა დრაკოს მიმართ, მაგრამ ამას კარგად მალავდა. ასე რომ, თუ რომელიმე პოტერჰედიც ამას ფიქრობდით, მართლალი ყოფილხართ.

10) ფილმში ჰარის, რონისა და ჰერმიონის პირველი რეაქცია, როდესაც ჰოგვარტსის დარბაზში შევიდნენ, აბსოლუტურად ბუნებრივი იყო! არცერთ მათგანს არ ჰქონდა ის დარბაზი ნანახი იქამდე, სანამ გადაღებები დაიწყებოდა!

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button