ფსიქოლოგია

ნინო ჯაფარიძე, თეონა კელეპტრიშვილი – “ნიჰილიზმი ფრიდრიხ ნიცშეს გადმოსახედიდან”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები (ბაკალავრიატი)

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ნიჰილიზმი (ლათინურად „nihil“, არაფერი) არის ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც გვთავაზობს ცხოვრების ერთი ან მეტი მნიშვნელოვანი ასპექტების უარყოფას. ყველაზე ხშირად, ნიჰილიზმი არის წარმოდგენილი სასიცოცხლო ნიჰილიზმის სახით, რომელიც ამტკიცებს, რომ ცხოვრება ობიექტური მნიშვნელობის, მიზნის ან ჩვეული ღირებულებების გარეშეა. ზნეობრივი ნიჰილიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მორალი არსებითად არ არსებობს, და რომ ნებისმიერი დადგენილი ზნეობრივი ღირებულებები აბსტრაქტულად არაბუნებრივია. ნიჰილიზმს ასევე შეუძლია ეპისტომოლოგიური ან მეტაფიზიკური / ონტოლოგიური ფორმების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ასპექტში, ცოდნა შეუძლებელია, ან რეალობა, ფაქტობრივად არ არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ნიჰილიზმი ის მსოფლმხედველობაა, რომელიც უარყოფს ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს, ეთიკურ ნორმებსა და ქცევის წესებს.

ტერმინი ნიჰილიზმი ხშირად გამოიყენება ანომიასთან (საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესუსტებით, ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით. სოციალური ვითარება, როცა სამართლებრივი თუ სხვა ნორმები ვეღარ განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას.) ასოციაციაში, რომ აიხსნას უიმედობის ზოგადი განწყობა, არსებობის იმ უმიზნო აღქმით, რომ ერთი შეიძლება განვითარდეს გააზრების საფუძველზე, რომ არ არსებობს აუცილებელი ნორმები, წესები, ან კანონები. მოძრაობა როგორიცაა ფუტურიზმი (Futurism) და ნგრევა (Deconstruction), ანალიტიკოსების მიერ გამოვლინდა, როგორც “ნიჰილისტური” სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში.

ნიჰილიზმისთვის ასევე დამახასიათებელია ის, რომ იგი ახსნილი და მიკუთვნებულია სხვადასხვა პერიოდებზე, განვითარებულია ეტაპობრივად. მაგალითად, ზოგმა მოაზროვნემ პოსტმოდერნიზმს ნიჰილისტური ეპოქა უწოდა, ხოლო ზოგიერთი ქრისტიანი თეოლოგი და რელიგიური ავტორიტეტის მქონე პირები, ამტკიცებდნენ, რომ პოსტმოდერნიზმი და ასევე მოდერნიზმის მრავალი ასპექტი წარმოადგენს თეიზმის უარყოფას და სწორედ მათ მიერ თეისტური დოქტრინის ამგვარ დაგმობას გულისხმობს ნიჰილიზმი. თეიზმი არის მოძღვრება რომლის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. წმიდა მამები კი გვასწავლიან და თანამედროვე ღვთისმეტყველებაც ამბობს, რომ ჰუმანიზმი თავისი განვითარების პროცესში, უთუოდ გადაიზრდება ათეიზმში და ნიჰილიზმით დასრულდება. მათ თანახმად, ნიჰილიზმი XX საუკუნის დემონური ფილოსოფიაა. ეს არის რწმენა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს წმიდა ეკლესია, არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი. რელიგიური ფიგურების თვალსაზრისით, პრაქტიკულად ნიჰილიზმი ამბობს, რომ არ არსებობს ცოდვა, ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი დასაშვებია. თავისი ფილოსოფიით ნიჰილიზმი ნელ-ნელა დევნის ადამიანისაგან ყოველივე მარადიულსა და უჭკნობს; ცდილობს აღმოფხვრას ადამიანში უკვდავების გრძნობა, სანამ მთლიანად არ გამოფიტავს მისგან ყოველივე ღვთაებრივს.

ნიჰილიზმი ხშირად ასოცირდება გერმანელ ფილოსოფოსთან – ფრიდრიხ ნიცშესთან, რომელმაც ნიჰილიზმი დეტალურად აღწერა, როგორც დასავლური კულტურის ფართოდ გავრცელებული ფენომენი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება პერიოდულად გვხვდება ნიცშეს ნაშრომებში, იგი ამ ტერმინს სხვადასხვა ინტერპრეტაციით იყენებს, უმეტესად ნეგატიური მნიშვნელობით. ნიცშე ნიჰილიზმის მახასიათებლად მიიჩნევს სამყაროში სიცარიელეს, განსაკუთრებით ადამიანის არსებობის მნიშვნელობას, მიზანს, სიმართლესა და ღირებულებებს. არის ინტერპრეტაციები, რომელთა მიხედვით ვიაზრებთ სამყაროს მნიშვნელობას და რომლებიც გვჭირდება ანალიზისთვის. ნიცშე საუბრობს მორალზე, როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტალურ საშუალებაზე, რომელიც ადამიანს სამყაროს აზრის ჩაწვდომაში ეხმარება. ნიცშეს ფილოსოფია სავსეა ნგრევის პათოსით, მას სურს დაამხოს ევროპული ცივილიზაციის ყველა ის ღირებულება, რომლებიც მანამდე ითვლებოდა ადამიანთა მოქმედების უმაღლეს და მყარ საზომად. ტრადიციული მორალი და რელიგია დაცემისკენ მიგვიძღვის და თანამედროვე ადამიანიც გადაგვარდება, ეს იქნება საუკეთესო დასასრული, მაგრამ აქ გაჩერება არ აშეიძლება. სფერო, რომელიც ხდება კრიტიკის ობიექტი ევროპული კულტურაა მის ყველა ძირითად ასპექტში. აქედან გამომდინარე ნიცშეს ფილოსოფიის ძირითადი მახვილი მიმართულია ტრადიციული მეტაფიზიკის პრინციპების წინააღმდეგ. ამ პრინციპების სიყალბის ჩვენებით ნიცშე ფიქრობს საძირკველი გამოაცალოს შენობას, რომელსაც ევროპული კულტურა ჰქვია. იწყებს მსჯელობას ქრისტიანობაზე და მის მორალურ დოქტრინაზე. ნიცშეს მიხედვით, თავად სიტყვა ქრისტიანობა გაუგებრობაა. სინამდვილეში არსებობდა მხოლოდ ერთი ქრისტიანი და მან თავისი სიცოცხლე ჯვარზე დაასრულა. “სახარება” ჯვარზე აღესრულა. ნიცშეს მიხედვით, იესო ქრისტეს სწავლება სხვა არაფერია, თუ არა მისი პირადი მოწამეობრივი სიცოცხლე და აღსასრული.

ნიცშემ დარვინისაგან ღვთისა და ზნეობრივი მორალის არარსებობის თეორია რომ მიიღო, თავისი ანტიქრისტიანული მსოფლხედვაც ჩამოაყალიბა და ახალი ადამიანის ფორმირებაზეც ალაპარაკდა. „ყველა ღმერთი მკვდარია, – ამბობს ნიცშე, – აწ ჩვენ გვსურს, რომ იცხოვროს ზეადამიანმა (სუპერადამიანმა)”. მისი შეხედულებით ახალი ადამიანი წარსულს მოწყვეტილი „თავისუფალი მოაზროვნეა” და სკეპტიკოსი, ვინც გულგრილია ჭეშმარიტებისადმი და გახსნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური მოდისათვის. იგი მზად არის ყოველგვარი სიახლის მისაღებად, დროის ადამიანია, სინდისს, ღირსებას, სულიერ ფასეულობებს მოკლებული. მასში წაშლილია ჭეშმარიტი ორიენტირები და ბატონობს სურვილი, დაეუფლოს ყველაფერს, რაც სამყაროშია. სძაგს მას ნებისმიერი შეზღუდვა, რადგან საკუთარი თავისთვის თვითონვეა ერთადერთი ღმერთი. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბებისათვის იბრძვოდნენ ნიცშე, მარქსი და დარვინი.

არ შეიძლება, არ განვიხილოთ ნიცშეს გამოთქმა „ღმერთი მოკვდა“. ღმერთის სიკვდილი აქ ტრაგიკულ მოტივებშია. იდეალური სამყარო დაინგრა, ეს ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას საყრდენი გამოეცალა. ადამიანი რჩება ორიენტირის გარეშე, თავის ანაბარა. ადამიანმა აღარ იცის რისთვის ცხოვრობს, საით მიდის. მას ეუფლება მარტოობის, უპერსპექტივობის, უიმედობის გრძნობა, მაგრამ ეს ყველაფერი კლასიკური ნიჰილიზმია, ნიჰილიზმი სოციალური გაგებით, რომელსაც რა თქმა უნდა თავის ბნელი, მეორე მხარე უნდა ჰქონდეს და ესეც ჩვენი სუბიექტური პათოსი, როცა ნიჰილიზმი სუფთა ინდივიდში გადადის და უბიძგებს მას ადამიანურობისკენ, ჰუმანურობისკენ, რამდენადაც მას ამის გარეშე არ შეუძლია, რადგან იყოს ადამიანური ეს არის მისი არსი.

ნიჰილისტი ვიქნები მე, თუ დავიწყებ იმ სამყაროზე მსჯელობას, როგორც არის ან არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენს არსებობას, ქმედებებს, ტანჯვას, გრძნობებს მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ნიცშე ამბობს „არას“ ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროს და ადამიანის სიცოცხლეს. ნიჰილისტური სკეპტიციზმისთვს აღარ არსებობს „ჭეშმარიტებისაკენ“ გამავალი გზა. ის დამღუპველია კაცობრიობისთვის. ის არის ნგრევა, ამიტომ მის საფეხურზე გაჩერება კაცობრიობისთვის საბედისწერო იქნებოდა. ის წერტილს სვამს, მაგრამ თავადვეა ახლის შენების ფუძე. მან გარდამავალი ფაზის როლი უნდა შეითავსოს. ნიჰილიზმში, როგორც ყალბი ღირებულებების გაუფასურების პროცესში მინიშნებულია ახალი გზა. ძველი ღირებულებების ნგრევის პროცესი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ამ პუნქტში ნიცშე ნიჰილიზმის მოკავშირეა და ამიტომ თავის თავს ხშირად უწოდებს კიდეც ნიჰილისტს. მაგრამ ნიცშეს რწმენით ნიჰილიზმის ნეგატიური ტენდენციების განვითარებას თან უნდა სდევდეს შემოქმედებითი ტენდენციების დაბადება და ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღირებულებათა გაუფასურების პროცესი უნდა გადაიზარდოს ძველი ღირებულებების გადაფასების პროცესად. ამით ნიჰილიზმი ბოლომდე მიიყვანს თავის თავს და კაცობრიობას გამოიყვანს კრიზისული სიტუაციიდან.

ჩვენ ვიქნებით ნიჰილისტები თუ მთელი რწმენით გავიაზრებთ რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. შემდეგ ეტაპზე მოვითხოვთ არა ღირებულებათა გადაფასებას, არამედ ყოველგვარი ღირებულების მნიშვნელობის საერთოდ უარყოფას. არ დავიწყებთ პრინციპული განსხვავების ძიებას დადებით და უარყოფით ღირებულებებს შორის. რომელს დავამკვიდრებთ – ჭეშმარიტებას თუ სიცრუეს, სამართლიანობას თუ უსამართლობას, კანონიერებას თუ უკანონობას, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ნიჰილიზმისათვის დადებით და უარყოფით ღირებულებებს ერთნაირი ფასი აქვს. ვიწყებთ ღირებულებათა გაუფასურების, დევალვაციის პროცესს. არ იარსებებს საყოველთაო და სავალდებულო მორალი, ჩვენ ჩვენი საკუთარი მორალი გვექნება და ამიტომ ვერავინ განგვსჯის. ეს ნიჰილისტურ-იმორალისტური მსოფლმხედველობა, ზოგიერთის აზრით ცივილიზაციისათვის დამღუპველი დესტრუქციული საწყისების სახე-სიმბოლო შეიძლება იყოს, რომელიც აიძულებს ადამიანს მორალური და ბუნებით-სამართლებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ იცხოვროს და იმოქმედოს, არღვევს მის შინაგან სამყაროს და ართმევს მას ადამიანურ სახეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ მოიძებნება მოაზროვნეთა ის კატეგორია, რომელიც ნიჰილიზმს ცივილიზაციის ამაღორძინებელ ძალად აღიქვამს.

გამოყენებული  ლიტერატურა
• http://www.iliauni.edu.ge
• http://www.socium.ge
• http://www.wikipedia.org
• http://www.nietzsche.ru
• http://www.lib.ru
• http://www.dic.academic.ru
• http://www.feb-web.ru/feb/litenc/encyclop/le8/le8-0401.htm
• http://www.iep.utm.edu/nietzsch/

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button