კრეატივისურათები

მსოფლიო ოკეანის ნაგვისგან დამზადებული ცხოველების სკულპტურები

აქ წარმოდგენილი ცხოველების სკულპტურები დამზადებულია ნაგვისაგან, რომელიც ამოღებულია მსოფლიო ოკეანიდან. მსოფლიო ოკეანე, როგორც ვიცით იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად: წყნარი ოკეანე, ატლანტიკის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე და სამხრეთის ოკეანე. ნახეთ ვიდეო-რგოლები:
მსგავსი პროექტები იქმნება იმისათვის, რომ შეახსენონ ადამიანებს ბუნების დაცვის საჭიროებაზე; ფაქტობრივად, ჩვენ ხომ თანდათანობით ვანადგურებთ მშობლიურ პლანეტას.


ერთ-ერთი მათგანი რეალიზებულია ვაშინგტონის ეროვნულ (National Zoo) ზოოპარკში, სადაც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ცხოველების ფიგურების გამოფენა, რომლებიც დამზადებულია პლასტმასის ნარჩენებისა და მსოფლიო ოკეანის ნაგვისაგან. ვაშინგტონის ეროვნულ ზოოპარკში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პინგვინის, რვაფეხას, ვეფხვისებრი ზვიგენების და სხვა ზღვის ფრინველებისა და წყალქვეშა ბინადარნის ქანდაკებები: მაგალითად, თუთიყუშთევზა- ქვიშის წარმომქნელი, რომელიც მარჯანს იმდენად წვრილად აქუცმაცებს, რომ მას ქვიშად აქცევს. მარრჯნის ქვიშად გადაქცევაში მას დიდ დახმარებას უწევს ნისკარტისმაგვარი ყბები და საღეჭი კბილები და რაც მთავარია , თუთიყუშთევზას ზოგიერთი სახეობა 20 წელი ცოცხლობს ისე, რომ კბილები არ უცვდება.

ეს წარმოუდგენელი ცხოველთა ქანდაკებები დამზადებულია 18 ტონა ოკეანის ნაგავისგან. მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ ზღვის ცხოველების უზარმაზარი ქანდაკებები. რა თქმა უნდა, ისინი მთლიანად დამზადებულია ნაგვისაგან.
მაგალითად, ზღვის ლომი – sea lion
ერთი შეხედვით, მას უტიფარი, თავხედური გამომეტყველება აქვს…ასეც იყო ჩაფიქრებული მოქანდაკის მიერ

1684aabf6c9d

იალქნოსნისებრნი — blue marlin
იალქნოსან თევზებს წაგრძელებული ფორმის სხეული აქვთ და აღწევს 5 მ-ს, გამოირჩევიან შუბისებრი დინგით და გრძელი უხეში ზურგის ფარფლით. და, რაც მთავარია ძალიან სწრაფად დაცურავენ – მათი გადაადგილების სიჩქარე აღწევს 110 კმ/სთ.


იალქნოსანი თევზებიდან ცნობილია 1 სახეობა — Istiophorus platypterus.
ეს სახეობა სპორტული მეთევზეობის კარგი ობიექტია და მისი მასა 100 კგ აღწევს.
ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, წარმოუდგენელია, ოკეანის ნაგვისაგან როგორ იღუპება ფრინველები და მკვლევარებს რა ამოაქვთ მკვდარი ფრინველების სხეულიდან. ნახეთ:
https://www.youtube.com/embed/1I7on22jA48


რვაფეხა. ეს სკულპტურა ზომით არის 8 ფუტის. ესეიგი (8 feet = 2.4384 მეტრი)
თუ 1 ფუტი = 30,48 სანტიმეტრს, მაშინ 8 ფუტი = 8 x 30,48 სმ

12 – ფუტი სიგრძის ზვიგენი: 12 ფუტი= 3.6576 მეტრი

b969e147ce8b
649f398e9ee4
1a1e2c442e8e
bef8246b1200
b37a0f6a2fda

ნახეთ ვიდეო: პლასტმასის სანაპირო სანაპირო (Plastic Beach)

https://www.youtube.com/embed/HN9j0y9bivo








ნახეთ ოკეანემ რეები გამორიყა …

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button