ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

ახალი მოწყობილობები Huawei-სგან: დასაკეცი სმარტფონი Huawei Mate Xs, პლანშეტი MatePad Pro და სხვები

ბარსელონაში გამართულ პრეზენტაციაზე კომპანია Huawei-მ წარადგინა მთელი რიგი ახალი და განახლებული პროდუქტები, რომელთა შორისაა დასაკეცი სმარტფონი Huawei Mate Xs, პლანშეტი Huawei MatePad Pro, ლეპტოპი MateBook X Pro და როუტერები Wi-Fi 6+ სტანდარტის მხარდაჭერით. წარმოდგენილ იქნა ასევე კომპანიის პროდუქტების ციფრული ეკოსისტემის სამომავლო განვითარების სტრატეგია. 

HUAWEI Mate Xs გახლავთ გასულ წელს წარდგენილი დასაკეცი სმარტფონის იდეის განხორციელებული ვარიანტი. მას აქვს ფლაგმანური პროცესორი Kirin 990, 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა, აღჭურვილია Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული კამერით, რომელიც ოთხი მოდულისგან შედგება: მათი გაფართოებებია 40 მპ, 16 მპ ფართოკუთხიანი ოპტიკა, 8 მპ ტელეობიექტივი და დამატებითი მოდული, რომელიც გამოსახულების სიღრმეს განსაზღვრავს. სმარტფონს ფრონტალური კამერა არ აქვს კონსტრუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, მის როლს ძირითადი კამერა ასრულებს. მოწყობილობა მუშაობს ოპერაციულ სისტემა EMUI 10.0.1-ზე. 

image.jpeg

მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება დისპლეის დაკეცვის ფუნქციის მხარდაჭერასა და ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში მუშაობისთვის. 
 

პლანშეტ Huawei MatePad Pro-ს მულტისქრინ-ფუნქციის მხარდაჭერა აქვს, რომელიც დაფუძნებულია ტექნოლოგია Huawei Share-ზე. ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს – იმუშაოს კონტენტზე ერთდროულად ორ მოწყობილობაში და ჩამოაყალიბოს ეკოსისტემა რამდენიმე მოწყობილობისგან. ასევე შესაძლებელია პლანშეტის, როგორც კლავიატურის გამოყენება სმარტფონში მუშაობისას, თუკი ამის საჭიროება იქნება. ხელმისაწვდომია პლანშეტის ვერსია 5G მოდულით – Huawei MatePad Pro 5G. Mate Xs სმარტფონის მსგავსად პლანშეტიც Kirin 990 პროცესორის ბაზაზეა აგებული. დისპლეის დიაგონალი 10,8 დუიმს შეადგენს.  აღსანიშნავია, რომ თხელი ჩარჩოებისა და გვერდების მომგებიანი შეფარდების წყალობით პლანშეტის ეკრანი წინა პანელის 90%-ს იკავებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელია პლანშეტებს შორის. MatePad Pro მუშაობს EMUI 10-ზე, აქვს სამ აპლიკაციაში მუშაობის მხარდაჭერა, ასევე შესაძლებელია ეკრანის ალბომის რეჟიმში გამოყენება. პლანშეტს აქვს სტილუსი Huawei M-Pencil. 

image.jpeg

გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა განახლებული ლეპტოპები MateBook X Pro, რომლებშიც გამოყენებულია Intel Core 10 თაობის პროცესორები, აღჭურვილია სენსორული დისპლეებითა და თხელი ჩარჩოებით. ასევე წარდგენილ იქნა Wi-Fi 6+ სტანდარტის მქონე Huawei Wi-Fi AX ხაზის როუტერები, რომლებიც შემუშავდა Wi-Fi 6-ის ბაზაზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button