ავტომობილიახალი ამბები

ილონ მასკი მომდევნო თვეში განახლებულ Tesla Cybertruck-ს წარადგენს

თითქმის ერთი წელიწადი გავიდა ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის პრეზენტაციიდან. როგორც ცნობილია, კომპანია აგრძელებს მუშაობას მისი კონსტრუქციის სრულყოფაზე და მალე მზად იქნება წარგვიდგინოს, თუ რა შეიცვალა ელექტრომობილში ბოლო თვეების მანძილზე.

რესურს Roadshow-ს მონაცემების თანახმად, Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ისაუბრა კომპანიის ერთ-ერთ გულშემატკივართან, რომ განახლებული Cybertruck-ის დემონსტრაცია შესაძლოა „დაახლოებით ერთ თვეში შედგეს“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ოფიციალური გრაფიკი, განსაკუთრებით იმ კომპანიისთვის, რომელსაც ანონსების გადავადება ახასიათებს, თუმცა როგორც ჩანს განახლებული ელექტრომობილის წარდგენამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი.

მასკმა აღნიშნა, რომ განახლებულ ელექტრო პიკაპში წარმოდგენილი იქნება „ბევრი წვრილ-წვრილი ცვლილება“ და „მნიშვნელოვანი დეტალები“. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ Tesla განიხილავდა პიკაპის კორპუსის ზომის შემცირებას, თუმცა შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვა.

მასკმა ადრე ასევე ისაუბრა Automotive News-თან ინტერვიუში, რომ Cybertruck-ის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში კომპანია მზადაა შექმნას „ნორმალური პიკაპი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რამე გაუთვალისწინებელი. ჯერჯერობით Cybertruck-ის დიზაინში დიდი ცვლილებები არ იგეგმება მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ მოსწონს მისი გარეგნული იერსახე და დიდი გაბარიტები, რის გამოც ელექტრო პიკაპი ვერ თავსდება სტანდარტული ზომის ავტოფარეხში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button