კომპიუტერული ტექნოლოგია

Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Xe გრაფიკის პირველი დისკრეტული ვერსია — ვიდეო დაფა Iris Xe Max

კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ ბაზარზე გამოდის გრაფიკული ამაჩქარებელი Iris Xe Max. ეს ვიდეო დაფა განკუთვნილია მობილური კომპიუტერებისთვის, რომლებიც აგებულია Tiger Lake პლატფორმაზე. იგი უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის წამყვანი პარტნიორების თხელ და მსუბუქ ლეპტოპებში.

ჩიპი Iris Xe Max დამყარებულია გრაფიკულ არიქტექტურა Xe-LP-ზე, რომელიც უკვე გამოიყენება მობილური Tiger Lake სერიის პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკულ ბირთვში. კომპანიის განცხადებით, ეს არის პირველი პროდუქტი, რომელიც გამოდის Intel-ის უფრო ფართო სტრატეგიის ფარგლებში, რაც გულისხმობს ბაზარზე კომპანიის დისკრეტული GPU-ს გამოსვლას. მასთან ერთად წარმოდგენილ ამაჩქარებელ Iris Xe Max-ს აქვს საკმაოდ მოკრძალებული ტექნიკური მახასიათებლები და იგი ფაქტობრივად წარმოადგენს მე-11 თაობის მობილური Core პროცესორების Iris Xe  გრაფიკულ ბირთვს. Intel Xe Max ჩიპები, ისევე, როგორც Tiger Lake პროცესორები, წარმოებულია SuperFin-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

image.png

Iris Xe Max-ის გამომთვლელი ბლოკების რიცხვი უფროსი მოდელების Tiger Lake გრაფიკული ბირთვების მსგავსად 96-ია. თუმცა დისკრეტულ გრაფიკას უფრო მაღალი სამუშაო სიხშირე აქვს – 1.65 გჰც ინტეგრირებული გრაფიკის 1.35 გჰც-თან შედარებით. ასევე, მას აქვს 4 გბ მოცულობის LPDDR4x ტიპის ვიდეომეხსიერება 68 გბ/წმ სიჩქარით. გარდა ამისა, Iris Xe Max-ს აქვს PCIe 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა СPU-სთან თანაქმედებისთვის. 

Iris Xe Max-ის გეიმინგ წარმადობა ცალსახად განსაზღვრავს ამ ამაჩქარებელს, როგორც ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებას ისეთი თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის, რომლებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სიჩქარით გეიმინგში. მოკლედ, Intel-ის საკუთარი ტესტების შედეგად მისი დისკრეტული გრაფიკა აღემატება GeForce MX350-ს და საშუალებას იძლევა თანამედროვე თამაშებში მიღწეულ იქნას 30 კადრი/წამში და მეტი სიჩქარე 1080p გაფართოებაზე, საშუალო და დაბალ ხარისხზე. 

image.png

ამასთან, Intel-ი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა გემინგს, არამედ Xe-LP არქიტექტურის მქონე გრაფიკის გამომთვლელ შესაძლებლობებს. განსაკუთრებით არის ხაზგასმული, რომ Iris Xe Max-ში მხარდაჭერილია Deep Link – სპეციალური ტექნოლოგია რამდენიმე გრაფიკული ამაჩქარებლის ერთიან გამომთვლელ კომპლექსად გაერთიანებისთვის. იგი საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს კონტენტის შექმნისა და დამუშავებისთვის განკუთვნილი, მხარდაჭერილი აპლიკაციების წარმადობა ლეპტოპებში, რომლებიც წარმოდგენილია Tiger Lake პროცესორითა და Iris Xe Max დისკრეტული გრაფიკით. 

image.png

იმ აპლიკაციების მაგალითებად, რომლებიც შესაძლებელია იყენებდნენ CPU-ის, ასევე ინტეგრირებული და გარე GPU-ის რესურსებს, Intel ასახელებს კარგად ცნობილ პროგრამებს – Handbrake, OBS და Topaz Gigapixel AI. მოგვიანებით ამ ჩამონათვალს შეემატება სხვა ინსტრუმენტები, რომელთაც იყენებენ მოყვარულები და პროფესიონალები. 

image.png

პირველი ლეპტოპები, რომლებიც წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკით Iris Xe Max, გახლავთ Acer Swift 3x, Asus VivoBook Flip TP470 და Dell Inspiron 15 7000 2in1. ეს სამი მოდელი დამყარებულია Tiger Lake პროცესორებზე, აქვთ Deep Link ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ისინი უკვე წარადგინეს მწარმოებელმა კომპანიებმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button