ავტომობილი

ელექტრომობილი Tesla Model S Plaid – 1100 ცხენის ძალით 2021 წლის ბოლოს გამოვა

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო წლის ბოლოს კომპანია აპირებს ელექტრომობილ Model S-ის პრემიალური დონის ახალი ვერსიის წადგენას – ეს იქნება მოდიფიკაცია Plaid.

მანქანაში გამოყენებული იქნება სამი ელექტრო ძრავი. რა საკვირველია, რეალიზებულია სრული სვლის სისტემა. ჯამური სიმძლავრეა 1100 ცხენის ძალაზე მეტი. 

0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 2 წამზე ნაკლებს შეადგენს. მეოთხედი მილის, ანუ დაახლოებით 400 მეტრი მანძილის გადალახვა ელექტრომობილს 9 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ. 

ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, Tesla Model S Plaid-ის ბატარეა ერთ სრულ დამუხტვაზე უზრუნველყოფს 830 კილომეტრზე მეტ გარბენს. 

image.jpeg

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ავტოპილოტირების სისტემა. დამატებითი გადასახადის შემთხვევაში ოფციის სახით შემოთავაზებული იქნება ქალაქის ქუჩებში ავტომობილის დამოუკიდებლად გადაადგილების პაკეტი. 

ახალ ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია: ფასი შეადგენს 139 900 აშშ დოლარს. პირველი მყიდველები ელექტრომობილებს მიიღებენ 2021 წლის ბოლოდან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button