ამონარიდებიგამონათქვამები

ციტატები ალისტერ ქროულის ჩანაწერებიდან

  • მე პოეტი ვარ და მიყვარს ჩემი ტყუილები, ისევე როგორც დედაჩემს უყვარდა მათი გამოგონება.
  • კაცი გაგიჟდება ბიბლია თუ სერიოზულად მიიღო, მაგრამ ბიბლია რომ სერიოზულად მიიღო, უკვე გიჟი უნდა იყო.
  • მე რწმენით სავსემ დავიძინე და გაღვიძებისას ჩონჩხი დავინახე ჩემს მკლავებში. მთელი საღამო ეჭვით მოცული, ვსვამდი და ვცეკვავდი და დილით მკლავებში ქალწული მყავდა.
  • ცხოვრების სიამოვნება საკუთარი ენერგიების გავარჯიშებაში, უწყვეტ ზრდაში, გამუდმებულ ცვლილებებში და ყოველი ახალი გამოცდილებით ტკბობაშია. შეწყვიტო, ნიშნავს მოკვდე. კაცობრიობის საუკუნო შეცდომა, ესაა მისაღწევი იდეალების დასახვა.
  • საუბარი სიმშვიდის სიმფონიას ანადგურებს.
  • ადამიანები ყველაფრის ინტერპრეტაციას საკუთარი გამოცდილების შესაბამისად ახდენენ. თუ ადამიანს რაიმეს ეტყვი, რაც მსგავს წერტილს არ ეხება მსმენელის ტვინში, ის არასწორად გაგიგებს, ან საერთოდაც ვერ გაიგებს შენს ნათქვამს.
  • ყველა ქალი და ყველა კაცი ვარსკვლავია.
  • ჩვეულებრივი მოკვდაობა, მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაა.
  • იშვიათად ვლაპარაკობ ხოლმე – ყველა სიტყვა გაფლანგულია და არცერთია მართალი. არავის გამოუგონებია ენა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან შეძლებდა აზრების ჩამოყალიბებას.
  • ამას იმიტომ ვწერ, რომ არ ვიტირო. თუმცა, მე ვტირი, უბრალოდ ცრემლები არ მოდიან.
  • ბედნიერება ჩვენშია დამალული და მისი გამოყვანის საშუალება კოკაინია.
  • ყველა აზრი მისი საპირისპიროთი დააბალანსე. რადგანაც, მათი კავშირი ილუზიების გაქრობას გამოიწვევს.
  • სრულყოფის გზა, ყველა წესის დარღვევაშია – თუმცა, ისინი იდეალურად უნდა იცოდე, რომ დაარღვიო. სხვა შემთხვევაში ზღვარის გადალახვის პოზიციაში არ იმყოფები.
  • ხშირად მაქვს ფიქრები, რომ არანაირი “მე” არ არსებობს. რომ, ჩვენ უბრალოდ რაღაცის გამოხატვის საშუალებები ვართ. და რომ, როცა ვფიქრობთ რომ საკუთარი თავები ვართ, მაშინ უბრალოდ დელუზიის მსხვერპლები ვხდებით.
  • მაგია მეცნიერება და ხელოვნებაა, მტკიცე სურვილით გამოიწვიო გეგმაზომიერი ცვლილებები.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button