Topსმარტფონები

სექტემბრის ტოპ-10 სმარტფონი ბენჩმარკ AnTuTu-ს ვერსიით

AnTuTu-მ გამოაქვეყნა 2020 წლის სექტემბრის ფლაგმანური და საშუალობიუჯეტური Android-სმარტფონების ჩამონათვალი. გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით წარმადობის მხრივ ლიდერი პოზიციები დაიკავეს სმარტფონებმა iQOO 5 Pro და iQOO 5-მ 660 ათასზე მეტი ქულით. საშუალო დონის წარმადობის მქონე სმარტფონების ჩამონათვალის სათავეშია სმარტფონები Redmi 10X Pro 5G და Redmi 10X 5G, რომელთა ქულები 390 ათასს აღემატება. 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩამონათვალში მითითებული შედეგები არ წარმოადგენს ერთი კონკრეტული მოწყობილობის წარმადობის მაჩვენებელს. მითითებული ქულები გახლავათ წარმადობის საშუალო მაჩვენებელი 2020 წლის 1-30 სექტემბრის პერიოდისთვის და მიღებულია თითოეულ პოზიციაზე 1000-ზე მეტ სმარტფონიდან. მონაცემები გამოითვლება AnTuTu V8-ს საფუძველზე. 

ტოპ-10 ფლაგმანის რეიტინგში დანარჩენი ადგილები დაიკავეს შემდეგმა მოწყობილობებმა: 

  • Xiaomi Mi 10 Ultra – 648624 ქულა; 
  • VIVO X50 Pro + – 626500 ქულა; 
  • Legion Gaming Phone Pro – 625721 ქულა; 
  • გეიმინგ სმარტფონი ROG 3 – 622234 ქულა; 
  • Tencent Black Shark Gaming Phone 3S – 617111 ქულა; 
  • OPPO Find X2 Pro – 609791 ქულა; 
  • OPPO Find X2 – 603740 ქულა; 
  • Xiaomi Mi 10 Pro 602584 ქულა. 

როგორც ვხედავთ, ათივე საუკეთესო ფლაგმანურ სმარტფონს 600 ათასზე მეტი ქულა აქვს მინიჭებული. 

image.png

ლიდერებს რაც შეეხება, iQOO 5 სერიის სმარტფონებს აქვთ შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები, რაც გასაკვირი არაა ფლაგმანებისთვის. სმარტფონებს აქვთ 6.56-დუიმიანი AMOLED-დისპლეი, მუშაობენ Snapdragon 865 ჩიპსეტზე, აქვთ 8-დან 12 გბ-მდე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, აღჭურვილნი არიან 128 ან 256 გბ მოცულობის მეხსიერებით. ბატარეის მოცულობა 4500 მა/სთ-ს შეადგენს. უფროს ვერსიაში მხარდაჭერილია 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. 

საშუალო დონის წარმადობის სმარტფონების ჩამონათვალში მესამედან მეათე ადგილამდე პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: 

  • Honor 30 – 385312 ქულა; 
  • Huawei Nova 7 – 382862 ქულა; 
  • Huawei Nova 7 Pro – 381757 ქულა; 
  • Honor X10 – 361460 ქულა; 
  • Honor 30S – 355403 ქულა; 
  • Huawei Nova 7 SE – 351074 ქულა; 
  • ვერსია Redmi K30 5G speed – 349257 ქულა; 
  • OPPO Reno 4 5G – 338961 ქულა. 
image.png

საშუალო დონის სმარტფონების ლიდერ Redmi 10X Pro 5G-ს აქვს 6.57-დუიმიანი AMOLED-დისპლეი, Mediatek-ის ჩიპსეტი Dimensity 820, 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, გააჩნია 48, 8, 5 და 2-მეგაპიქსელიანი კამერის მოდულები, აგრეთვე 4520 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button