ავტომობილიახალი ამბები

Tesla შვიდადგილიანი ქროსოვერ Model Y-ის წარმოებას ნოემბერში დაიწყებს

SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მალე დაიწყება საქალაქო ქროსოვერ Model Y-ის ახალი ვერსიის წარმოება: საუბარია შვიდადგილიან მოდიფიკაციაზე. 

მასკის თქმით, დასახელებული მოდელის სერიული წარმოება მომდევნო თვიდან დაიწყება. პირველი მიწოდება დაგეგმილია დეკემბრის დასაწყისისთვის. 

Tesla-ს ვებ-გვერდზე მოცემულია, რომ შვიდადგილიანი კონფიგურაცია ოფციის სახით 3 ათას აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი (სტანდარტულ ავტომობილში გათვალისწინებულია ხუთი ადგილი). ამგვარი სალონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება Long Range და Performance კომპლექტაციებში. პირველ შემთხვევაში სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე აღწევს 506 კილომეტრს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება – 4.8 წამს. მეორე შემთხვევაში ეს მონაცემებია 466 კმ და 3.5 წამი. 

image.jpeg

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ აწარმოა 145 ათასი ელექტრომობილი და მომხმარებლებს წარუდგინა თითქმის 140 ათასი მანქანა. ამასთან, გამოვიდა 128 044 ელექტრომობილი Model 3/Y და გაიყიდა ამ მოდელებიდან 124 100 ავტომობილი. 

Model Y-ის ფასი ამჟამად 49 990 აშშ დოლარიდან იწყება. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით და სრული სვლის სისტემით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button