ახალი ამბებიტექნოლოგია

გუგლმა Google+-ის გაუქმება 4 თვით დააჩქარა

Google+-დან მომხმარებლების პირადმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ გაჟონა, ამის გამო ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარუმატებელი სოციალური ქსელის დახურვა გადაწყვიტა.

უსაფრთხოებაში ახალმა გარღვევამ 52,5 მილიონი მომხმარებელი დააზარალა. დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მათი სახელები, იმეილები, ასაკი და პროფესიები. იმის მიუხედავად, დახურული ჰქონდათ თუ არა Google+-ის პროფილი.

Google+ აგვისტოს ნაცვლად, 2019 წლის აპრილში გაუქმდება. მომხმარებლებს ქსელის API -ზე წვდომა მომავალი 90 დღე ექნებათ. განცხადება გავრცელდა პროექტის მენეჯერის Google- ის ვიცე-პრეზიდენტის დავით ტაკერის მიერ  გუგლის ბლოგზე.

Source
www.theverge.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button