ახალი ამბებისმარტფონები

უკეთესი, ვიდრე მოსალოდნელი იყო: Apple iPhone 12-მა ექვსი მეტრის ნაცვლად ცხრა მეტრზე ჩაძირვას გაუძლო

iPhone 12-ის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა გაუმჯობესებული დაცვა წყლისგან. სტანდარტი, რომლითაც სერტიფიცირებული არის სმარტფონი, იგივეა – IP68. თუმცა კომპანიამ განაცხადა ჩაძირვის სამმაგი სიღრმის შესახებ. თუკი iPhone 11-ს ოფიციალური სერტიფიკაციის მიხედვით შეუძლია გაძლოს 2 მეტრამდე წყალში ჩაძირვისას, iPhone 12-ს შეუძლია გაძლოს 6 მეტრზე. YouTube-არხ EverythingApplePro-ს ავტორებმა ეს ფუნქცია პრაქტიკაში შეამოწმეს.

ექსპერიმენტში ორივე მოწყობილობა მონაწილეობდა. პირველი ეტაპი მოიაზრებდა iPhone 11-ისა და iPhone 12-ის 2 მეტრ სიმაღლეზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში, ე.ი. გასული წლის მოდელის რეკომენდაციების შესაბამისად. ტესტირების შემდეგ სმარტფონებმა გამართულად გააგრძელეს მუშაობა.

წყალგამძლეობის შემოწმების მეორე ეტაპზე სმარტფონები მოათავსეს 5.49 მეტრ სიღრმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიღრმეზე გაჩერება საპასპორტო მონაცემების მიხედვით დაშვებულია მხოლოდ iPhone 12-ისთვის, iPhone 11 არ გამორიცხეს გამოცდიდან. როგორც აღმოჩნდა, არც ისე ტყუილად: რეკომენდებული ნიშნულის სამმაგი ზრდის მიუხედავად სმარტფონმა უპრობლემოდ გადაიტანა ექსტრემალური წყალქვეშა პროცედურები.

წარმატებული ექსპერიმენტით წახალისებულმა ექსპერიმენტატორებმა ორივე iPhone კიდევ უფრო დიდ სიღრმეზე, 9.14 მეტრზე ჩაძირეს. წყლის ქვეშ სმარტფონებმა გაძლეს 21 წუთი და წყლიდან ამოღების შემდეგ ორივე ფუნქციონირებდა.

თუმცა, როგორც არხის ავტორებმა აღნიშნეს, წყალქვეშ ჩაძირვისგან მიყენებული შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს არა მაშინვე, არამედ რამდენიმე დღეში. Apple მომხმარებლებს აფრთხილებს თავის ვებ-გვერდზე, რომ გაჯეტების წყალგაუმტარი თვისებები შეიძლება შემცირდეს სტანდარტული მოხმარების შედეგად. წყალთან კონტაქტის გამო მოწყობილობების დაზიანება ანულირებს მის გარანტიას.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button