ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მაიკ ნოვოგრაცი: PayPal-ის მსგავსად კრიპტოვალუტას Visa და Mastercard-იც მიიღებენ

მას შემდეგ, რაც საგადახდო კომპანია PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ისა და მრავალი სხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის დაწყება, მის მაგალითს სამომავლოდ მიჰყვებიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Visa, Mastercard და American Express. ამგვარი აზრი გამოთქვა Bloomberg-თან ინტერვიუში Galaxy Investment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა. 

მისი მოლოდინის თანახმად, Visa-მ და Mastercard-მა შესაძლოა მათ პარტნიორ მერჩანტებს კრიპტოვალუტებზე, მათ შორის Stablecoin-ებზე, წვდომა წლის განმავლობაში შესთავაზონ. 

„უკვე აღარ ჩნდება კითხვა – წარმოადგენს თუ არა კრიპტოვალუტები ინტერესის ობიექტს, არის თუ არა Bitcoin-ი აქტივი, გახდება თუ არა ბლოკჩეინი ფინანსური ინფრასტრუქტურის ნაწილი. საკითხავი არის არა ის, მოხდება თუ არა, არამედ ის – როდის მოხდება. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი გეგმა“ – განაცხადა ნოვოგრაცმა. 

ამასთან, Bitcoin-ზე საუბრისას ნოვოგრაცი მასში ხედავს ფასეულობის დაგროვების საშუალებას და ეჭვი ეპარება, რომ კრიპტოვალუტა ფართო გავრცელებას ჰპოვებს საგადახდო საშუალების ფორმით.  

„არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება უახლოეს ხუთ წელიწადში. Bitcoin-ი გამოიყენება დაგროვების საშუალებად, ამიტომ როგორც ოქრო, ასევე ციფრული ოქრო, იგი უბრალოდ ზრდას გააგრძელებს. სულ უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს მის ჩართვას საკუთარ საფულეში“ – აღნიშნა ნოვოგრაცმა. 

შეგახსენებთ, PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს. კომპანია ელის, რომ ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გლობალურ გამოყენებას და მოამზადებს ქსელს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისთვის. 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდუქციის ხაზის გაფართოების მიზნით PayPal განიხილავს კრიპტოსავალუტო კომპანიების შეძენის ვარიანტებს. მათ შორის არის დამუშავებისა და მეურვეობის სერვისი BitGo. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button