ლაიფჰაკიროგორ ?რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ შინაურ მწერებს ბუნებრივი საშუალებებით

დღესდღეობით მაღაზიებში მწერების საწინააღმდეგი უამრავი საშუალება იყიდება, ისინი ძალიან ეფექტურია, თუმცა არის ქიმიური შემადგენლობის. ჩვენ შემოგთავაზებთ მათ ალტერნატიულ ბუნებრივ საშუალებებს. ნატურალური საშუალებები არა მარტო მოგიგვარებთ მწერების პრობლემებს, არამედ თქვენს სახლს სასიამოვნო არმატით აღავსებს.

1. პიტნის ზეთი

გააზავეთ პიტნის ზეთი პროპორციით 1:1-ზე წყალში. ეს ნაზავი ჩაასხით პურვერიზატორიან ბოთლში. ეს უბრალო და უვნებელი საშუალება საბოლოოდ მოგაშორებთ ასე მომაბეზრებელ ობობებს. ეს სითხე იმ ადგილებს უნდა შეასხუროთ, სადაც ყველაზე ხშირად ბინადრობენ ხოლმე ობობები.

2. თეთრი ძმარი
ძმარი ზემოხსენებული პიტნის ზეთის კარგი შემცვლელია. ასევე ჩაასხით ბოთლში თეთრი ძმარი და შეასხურეთ კუთხეებში.

3. სოდა

მწერების შეგროვების ადგილას მოაყარეთ სოდა. ის ისრუტავს ნესტს, რომელიც ასე იზიდავს მწერებს.

4. ლავანდა, როზმარინი და ევკალიპტი

ლავანდას, ევკალიპტის და როზმარინის ეთერზეთი მწერებთან ბრძოლის უებარი საშუალებაა. სამივე ამ ეთერზეთის წვეთები გახსენით 250 მლ წყალში და მოასხით კუთხეებში.

5. პიტნის ფოთლები

პიტნის სუნს ვერ იტანენ კოღოები, რწყილები, ბუზები, ასევე თაგვები

წყარო: shin.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button