ახალი ამბებიკოსმოსი

ილონ მასკი: პირველი დასახლებული ბაზა მარსზე პლანეტის ჩრდილოეთ რაიონებში უნდა აშენდეს

ღონისძიება Mars Society Convention 2020-ის ფარგლებში, რომელიც ონლაინ-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გამოთქვა აზრი, რომ მარსზე პირველი დასახლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია პლანეტის ჩრდილოეთი რაიონები.

„ადამიანები ისურვებდნენ ისეთ რაონებში დასახლებას, სადაც ყინულია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ჟანგბადისა და ენერგიის მიღებისთვის. გარდა ამისა, ამ რაიონებში ადვილი იქნებოდა აპარატების დასმა, რომლებიც დამუხრუჭებისთვის მარსის ატმოსფეროს იყენებენ“ – განაცხადა მასკმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პილოტირებული ექსპედიციის წევრებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ისეთი სიმძლავრეების შექმნა, რომლებიც აუცილებელია სარაკეტო საწვავის წარმოებისთვის, ასევე კავშირის სისტემის ორგანიზებისთვის. მასკის აზრით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ მარსზე ყინულის მოპოვების ორგანიზება, რადგანაც შესაძლებელია მისი გამოყენება საწვავის წარმოებისთვის. რაც შეეხება კომუნიკაციას, დედამიწასა და მარსს შორის დაკავშირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას მძლავრი ლაზერები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე იმყოფებიან. ასევე ითქვა, რომ ადამიანებს შესაძლოა მოუწიოთ გვირაბების გაყვანა მარსის ზედაპირის ქვეშ. თუმცა ამისათვის, SpaceX-ის ხელმძღვანელის თქმით, გაცილებით ნაკლებად მასიური ტექნიკაა საჭირო, ვიდრე ამჟამად გამოიყენება.

სიტყვით გამოსვლის დროს ითქვა, რომ ორბიტაზე რაკეტა Starship-ის პროტოტიპის საწვავით გამართვის პროცესის ტესტირება შესაძლოა 2022 წელს განხორციელდეს. შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საზაფხულო ტესტირებების მსვლელობისას Starship-ის პროტოტიპმა წარმატებით მიაღწია 45.7 მეტრ სიმაღლეს, შემდეგ კი მშვიდობით დაეშვა შესაბამის პლატფორმაზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button