Mythbusterფაქტები

მისტიური მითები მთვარის შესახებ

ბავშვობიდან მოყოლებული მთვარის შესახებ საინტერესო რაღაცები გვესმის. იმ იდეაზე ვიზრდებოდით, მთვარეს შეეძლო მაქციებად ვექციეთ.

ღამის ცაზე არსებული ლამაზი მანათობელი რგოლის შესახებ ბევრი მითები გვსმენია. მას ზებუნებრივ ძალებს მიაწერენ და მოვლენებზე კონტროლის ინსტრუმენტად მოიაზრებენ ხოლმე.

რა თქმა უნდა, მთვარე მძლავრია და დიდი ენერგიები აქვს. შეიძლება უცნაური ძალებიც გააჩნია და ჩვენზე მოქმედებაც ძალუძლს. თუმცა, ამ სტატიაში მასზე არსებულ მითებზე ვისაუბრებთ, რომლებისაც შესაძლოა დღესაც გვჯერა.

  • სავსე მთვარე ჭკუიდან გვშლის

ასე არ არის. იმის გამო, რომ სავსე მთვარეა გაგიჟება არ გვემუქრება. მთვარის ფაზებს ჩვენს ძილზე ზემოქმედება შეუძლია და სხვა ეფექტებიც გააჩნია. თუმცა სავსე მთვარეობისას ფსიქოპატ მკვლელებად ნამდვილად არ ვიქცევით.

  • მთვარე მწვანე ყველისგანაა შექმნილი

კარგი იქნებოდა ასე იყოს, თუმცა ეს უბრალოდ სისულელა. იმის დაჯერებაც კი რთულია, როგორ შეიძლება ვინმეს ამის სწამდეს. ფაქტი კი ასეთია, 1902 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკაში, მშობლები მთვარის არსებობას და რაობას, შვილებს იმით უხსნიდნენ, რომ ის ყველის ნაჭერს წარმოადგენდა.

  • მთვარე ნაყოფიერებას აკონტროლებს

ძველი ცივილიზაციების უმეტესობას სჯეროდა, რომ მთვარე განსაზღვრავდა, შეეძლო თუ არა ქალს დაფეხმძიმება. მართალია, დღესაც ბევრს სჯერა ამის, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ექსპერტების უმეტესობის აზრით, სწორედ ადამიანების რწმენა ქმნის არარსებულ გავლენას. ერთადერთი კავშირი, რაც შეიძლება დავინახოთ, მთვარის და მენსტრუალური ციკლების მსგავსებაა ხანგრძლივობაში.

  • მთვარე იდეალურად მრგვალია

ჩვენი პერსპექტივიდან ასე ჩანს, თუმცა მთვარეს ბურთის ფორმა ნამდვილად არ აქვს. მისი ფორმა ელიფსურ სფეროიდს შეიძლება შევადაროთ. ან თუნდაც, დაცემულ და შეჭყლეტილ ბურთს.

  • მთვარეს გრავიტაცია არ გააჩნია

მარტივი დასაჯერებელია, რომ ასეა, თუმცა ნუ შეცდებით. მთვარის გრავიტაცია ბევრად მცირეა დედამიწისასთან შედარებით, თუმცა მას მაინც გააჩნია.

სტატია მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button