კოსმოსიმეცნიერება

რა არის ბნელი ენერგია?

ბნელი ენერგია ამოუხსნელი ფენომენია, რომელიც გრავიტაციის საპირისპიროდ მუშაობს და პასუხისმგებელია სამყაროს გაფართოების დაჩქარებაზე. ბნელი ენერგია, კოსმოსის მასიური ენერგიის სამ მეოთხედს წარმოადგენს და მისი ძირითადი ბუნება ჯერ კიდევ მიუწვდომელი რჩება ფიზიკოსებისთვის. ბნელ ენერგიას არ აქვს კავშირი ბნელ მატერიასთან, გარდა სიტყვა ბნელისა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეცნიერებმა არცერთის რეალური ბუნების შესახებ არ იციან.

ვინ აღმოაჩინა ბნელი ენერგია? 

იმის გააზრება, რომ სამყარო ფართოვდება, შეგვიძლია ამერიკელ ასტრონომს, ედვინ ჰაბლს დავუკავშიროთ, რომელმაც, ჯერ კიდევ, 1929 წელს შეამჩნია, რომ რაც უფრო შორს იყო გალაქტიკა დედამიწისაგან, მით უფრო სწრაფად შორდებოდა მას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია. კოსმოსში ყველაფერი ერთმანეთს შორდება მუდმივი კურსით.

ჰამბლის ამ გააზრებიდან თითქმის 60 წლის შემდეგ, მეცნიერები გასაოცარ აღმოჩენამდე მივიდნენ. მკლევარები კარგა ხნის მანძილზე ცდილობდნენ კოსმოსში არსებულ ობიექტებს შორის მანძილი ვარსკვლავების სინათლეზე დაკვირვებით დაედგინათ. გვიან 90-იანებში, ორი დამოუკიდებელი ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ვარსკვლავური აფეთქებების ნათება მოსალოდნელზე მეტად მკრთალი იყო. რაც ამტკიცებდა, რომ სამყარო არა მარტო ფართოვდება, არამედ აჩქარებით ახდებს ამ პროცესს.

რას აკეთებს ბნელი ენერგია?

მართალია, მეცნიერებს ბოლომდე არ გაუაზრებიათ ბნელი ენერგია, თუმცა ცოდნა ამ ფენომენის შესახებ დაეხმარატ სამყაროს მოდელების შექმნაში, რაც ხსნის ყველაფერს დიდი აფეთქებიდან დღევანდელ გალაქტიკების  მრავალ-სკალიან სტრუქტურამდე. ზოგიერთი ეს მოდელი წინასწარმეტყველებს, რომ ბნელი ენერგია ყველაფერ არსებულს გაანადგურებს მილიონობით წლის შემდეგ.

ბნელი ენერგიის ყველაზე დამაჯერებელი განმარტებაა, რომ ისაა დაფარული ენერგიის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია კოსმიური დროის მატერიისთვის. “ეს მარტივი მოდელი პრაქტიკაში კარგად მუშაობს და პირდაპირი დამატებაა კოსმოლოგიური მოდელის, და არ საჭიროებს გრავიტაციის კანონების ცვლილებას.” – აცხადებს დანემის უნივერსიტეტის მათემატიკოს-ფიზიკოსი.

კიდევ ერთი, ალტერნატიული მოდელი ასე გამოიყურება. ბნელი ენერგია აქამდე ცნობილი 4 ფუნდამენტალური ძალის დამატებას წარმოადგენს (გრავიტაცია, ელექტრომიზიდულობა, ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები). თუმცა ვარაუდი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ გრძნობენ ადამიანები ამ დამატებით ძალას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის გამო თეორიის ავტორები გვთავაზობენ იდეას, რომ ძალა როგორღაც ფარულია და იმალება.

ბნელი ენერგიის გაზომვადი მნიშვნელობა დებატების თემაა ფიზიკოსებში. ზოგიერთმა მკვლევარმა ბნელი ენერგია კოსმიური მიკროტალღებით გაზომა და მისი მნიშვნელობა დაადგინა.

სხვებმა მისი მნიშვნელობა კოსმიურ ობიექტების სინათლის დისტანციით გაზომეს და სხვა მნიშვნელობა მიიღეს. ზოგიერთის აზრით ბნელი ენერგიის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში იცვლება. თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ვარაუდი არაა იმდენად დამაჯერებელი, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღოს.

მომზადებულია livescience.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button