საინტერესო

მსოფლიოში ყველაზე შავი სხეული

პოსტი ეხება ე.წ. VantaBlack-ს, რომელიც ორიოდე წლის წინ მიიღეს. იგი წარმოადგენს ვერტიკალურ ნახშირბადის ნანომილაკებისგან შედგენილ არეალს. მისი სინათლის შთანთქმის კოეფიციენტი 99.969%-ის ტოლია, რაც ჭვარტლის სინათლის შთანთქმას აღემატება. იგი ცნობილია როგორც ყველაზე შავი მატერია, რაც კი ლაბორატორიულ პირობებში შექმნილა.

22c76ff47eba

VantaBlack მასალა შედგენილია ვერტიკალურ ნახშირბადის ნანომილაკების არეალისგან, რომელიც სიბრტყეზე ჰქმნის “ტყის” მაგვარ ლანდშაფტს. ეს ნანომილაკების სისტემა სინათლეს ჩაიჭერს. სინათლის კვანტების ნანომილაკებთან მრავალჯერადი დაჯახებისას, სინათლის ენერგია თითქმის სრულად გადადის სითბოში ანუ სრულად შთაინთქმება. ამის გამო ჩანს ასე თითქმის აბსოლუტურად შავი ფერის “ლაქა”, იმ ადგილას, სადაც ნანომილაკების “ტყე” არის.

9ee6686a2f4e
ნახშირბადის ნანომილაკებისგან შედგენილი “ტყე”. VantaBlack-ის ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოსახულება.

იგი ფართოდ გამოიყენება მაღალ გარჩვისუნარიანობის მქონე ტელესკოპებში. ტუბუსის შიდა ზედაპირი მთლიანად VantaBlack-ით არის დაფარული, რის შედეგადაც ფონურ სინათლეს სრულად შთანთქამს. შესაბამისად ტელესკოპი გამორიცხავს ფონის განათებას და ტელესკოპში მხოლოდ კოსმოსიდან წამოსული სინათლე გადის. ნანომილაკებიან ტელესკოპში დანახული: ვარსკვლავების, კომეტების, ცდომილების და გალაქტიკების სურათი უფრო მკაფიო და ზუსტია ვიდრე ჩვეულებრივ ტელესკოპებში. ქვედა სურათზე ნაჩვენებია ირმის ნახტომის ტელესკოპური გამოსახულება ნახშირბადის ნანომილაკების გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ:

0259d15c002c

როგორც აღვნიშნეთ, ამ მასალას ფერი არ გააჩნია, არამედ სინათლის თითქმის სრული შთანთქმის შედეგად მიღებული სიშავე. ასეთი თითქმის აბსოლუტურად შავი ფერი ხელოვნებაში კერძოდ, მხატვრობაში და დიზაინშიც გამოიყენება. ქვედა სურათზე წარმოდგენილია ამ ფერის “საღებავით” დაფარული დეკორატიული ნიღაბი. გარდა ამისა, ადამიანებისთვის ამ ნიღბის და ზოგადად, ამ ფერით შეღებილი ნივთების საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენება აკრძალულია, რადგან ნანომილაკები ტოქსიკური თვისებებით ხასიათდება. თუმცა ნივთები, რომელთაც გააჩნიათ საღებავთან პირდაპირი კონტაქტისგან დამცავი მინები, საშიშს არ წარმოადგენს და ყოფა-ცხოვრებაში მათი გამოყენება დასაშვებია. მაგალითად ესტეტიკის მიზნით საათის ციფერბლატების ან ზოგიერთი დეტალების შესაღებად იყენებენ.

f7cb694b348f

ოპტიკური სინათლის შთანთქმის გარდა VantaBlack, მასალას შეუძლია მილიმეტრულ ტალღის სიგრძის დიაპაზონის ანუ რადიოსიხშირული გამოსხივების შთანთქმა. ამ მიზნით შემუშავებულია რადარებისთვის უხილავი ტრანსპორტის შექმნა.

ვერტიკალურ ნანომილაკებისგან შედგენილ მასალაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. აგრეთვე მისი მიღების ტექნოლოგიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული ვიდეო.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button