საინტერესო

25 წელში შექმნილი დედამიწის მინი-მოდელი

მსოფლიოს მინიატურული რუკა, რომელსაც დანიელი ფერმერი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, 5 000 კვადრატისგან, ქვიშის, ქვებისა და ბალახისგან შედგება. ის ვიბორგის მუნიციპალიტეტში, კლეჯტრუპში მდებარეობს.

რუკის შემქმნელი სორენ პოულსენი კი დანიაში 1888 წელს დაიბადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებული წლების შემდეგ ის მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და 1943 წელს ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მუშაობისას წყლის ზედაპირზე მსოფლიოს რუკის გამოსახვის იდეა დაებადა.

სორენ პოულსენმა ტბის გარშემო მდელობი დრენაჟით ამოაშრო, შემდეგ იუტლანდიის ფორმის ქვა იპოვნა, რამაც თავისი ჩანაფიქრის განხორციელება შთააგონა და მთელი ზამთრის განმავლობაში დიდი ქვების ყინულზე გადაადგილება დაიწყო, რომლებსაც ადგილები ნელ-ნელა მოუძებნა და მსოფლიოს რუკასაც ფორმა მისცა.

მსოფლიოს ეს რუკა 1944-69 წლებში შეიქმნა. წყლის ზედაპირზე მისთვის ფორმის მიცემა რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ჩრდილოეთ ნახევარსფერო ორ ნაწილადაა გაყოფილი, რაც ქვეყნებს შორის მანძილს უკეთ გამოკვეთს. წითელი პოლუსები ეკვატორზე მიუთითებს და თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე მისი სახელმწიფო დროშა ფრიალებს.

ღია ცის ქვეშ მდებარე ეს ულამაზესი რუკა 2016 წელსაც სწორედ ისე გამოიყურება, როგორც 1969 წელს, როდესაც 81 წლის დანიელმა ფერმერმა მისი შექმნა დაასრულა და მალევე გარდაიცვალა.

ამჟამად კლეკტრუპის ტბის მსოფლიო რუკა ძალიან პოპულარულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

წყარო: allnews.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button