ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაული

ევროკავშირსა და აშშ-ში 179 დარქნეტ-გამყიდველი დააკავეს

აშშ-ისა და ევროკავშირის უფლებამცველმა ორგანოებმა განაცხადეს აკრძალული საქონლით მოვაჭრე 179 პირის დაკავების შესახებ.

ოპერაციაში, სახელწოდებით Operation DisrupTor, მონაწილეობდნენ შესაბამისი პირები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან.

სპეცოპერაციის შედეგად კონფისკებულ იქნა 6 მლნ 500 ათას აშშ დოლარზე მეტი, 64 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 500 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოვლინდა ოპოიდების უკანონო მიწოდების სქემაც – ეს გახლავთ ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ შეჩვევას და მისგან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალური პირების განცხადებით ორ მესამედზე მეტი პირი აშშ-ის ფარგლებში დააკავეს.

Darknet-გამყიდველების ანგარიშები გამოვლინდა და გადაეცა რეალურ პირებს, რომლებიც ყიდიან არალეგალურ საქონელს ისეთ darknet-საიტებზე, როგორიცაა AlphaBay, Dream, WallStreet, Nightmare, Empire, White House, DeepSea, Dark Market და სხვა.

ოპერაცია DisrupTor-ის შედეგად დაპატიმრდა 121 პირი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, 42 – გერმანიაში, 8 – ნიდერლანდში, 4 – დიდ ბრიტანეთში, 3 – ავსტრიასა და 1 – შვედეთში. ოფიციალური განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას შესაძლოა კიდევ გამოვლინდნენ და დაპატიმრდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები.

ევროპოლი აცხადებს:

„დარქნეტის ოქროს საუკუნე დასრულდა“.

წყარო
overclockers.ge/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button