ავტომობილიახალი ამბებიბიზნესი

Tesla წარადგენს ხელმისაწვდომი ელექტროომობილის ორ სხვადასხვა მოდელს

Tesla-ს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დაპირება, რომ კომპანია მოაგვარებს 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილების გამოშვების საკითხს და ამასთან ბიზნესის მომგებიანობას შეინარჩუნებს. მასკმა განმარტა, რომ გერმანიასა და ჩინეთის ქარხნებში დაიწყება ხსენებული საფასო კატეგორიის ორი სხვადასხვა ელექტრომობილის წარმოება და მათ Model 3-თან კავშირი არ ექნებათ. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Electrek 

მასკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Tesla არ აპირებს ელექტრომობილ  Model 3-ის ფასის შემცირებას 25 ათას აშშ დოლარამდე. ამის ნაცვლად შეიქმნება ორი ახალი მოდელი, რომლებიც გამოვა შანხაისა და ბერლინის ქარხნებიდან. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ახალი ელექტრომობილი იქნება Model 3-თან შედარებით ბევრად კომპაქტური, მეორე კი – მცირე ზომის ქროსოვერის ტიპის. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განაწილდება ეს მოდელები საწარმოო სივრცეებში, თუმცა მათი კონსტრუქცია და მახასიათებლები ადაპტირებული იქნება ზემოთხსენებული ქარხნების პირობებთან. დიდი ალბათობით, ახალი ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორები წარმოებული იქნება მანქანების ამწყობი ქარხნების სიახლოვეს.  

მასკმა დააკონკრეტა, რომ ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილების შემუშავებით დაკავდებიან შანხაისა და ბერლინის პროფილური ცენტრები. თუკი მასკის მცირე ხნის წინანდელ განცხადებას დავეყრდნობით, ერთ-ერთი ხსენებული ელექტრომობილის გამოშვება სამ წელიწადში უნდა მოგვარდეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Tesla-ს შესაძლებლობაზე – წარადგინოს საკმარისი რაოდენობის ხელმისაწვდომი ღირებულების აკუმულატორები, რადგანაც ამჟამად ბატარეები განსაზღვრავს ელექტრომობილის თვითღირებულების 30%-ს. ასევე, როგორც ცნობილია, აშშ-ის ფარგლებს გარეთ კომპანია ამზადებს კომპაქტურ პიკაპს. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button