ავტომობილიახალი ამბებიბიზნესი

Tesla აპირებს ელექტრომობილების წარმოების მოცულობა წელიწადში 20 მილიონამდე გაზარდოს

კომპანია Tesla-ს გარკვეული ძალისხმევის გაწევა უწევს მიმდინარე წელს 500 ათასი ელექტრომობილის გამოშვებისთვის, რადგანაც კალიფორნიაში მთავარი კონვეირი დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში პანდემიის გამო გაჩერებული იყო. როგორც რესურსი Barron’s აღნიშნავს, ილონ მასკის ამბიციები უფრო ფართოა – იგი 2027 წლისთვის აპირებს ელექტრომობილების წარმოების მოცულობა წელიწადში 20 მლნ ერთეულამდე გაზარდოს.

2027 წლისთვის ელექტრომობილების მთლიანი ბაზრის მოცულობამ შესაძლოა 30 მლნ ეგზემპლარს მიაღწიოს, ასე რომ Tesla იქნება მსოფლიო ბაზრის 67%-ის პრეტენდენტი. იმისთვის, რომ შვიდი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოება ორჯერ გაიზარდოს, Tesla-ს მოუწევს ყოველწლიურად 70%-იანი ზრდა უზრუნველყოს. ზრდის ასეთი ტემპები კომპანიისთვის უკვე ნაცნობია, რადგანაც გასული შვიდი წლის განმავლობაში იგი ინარჩუნებდა საშუალოწლიურ 100%-იანი ზრდის ტემპს, თუმცა გაცილებით მცირე მოცულობით დაიწყო.

ამჟამად ელექტრომობილების წარმოების მოცულობის ზრდისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს აკუმულატორების ნაკლებობა. მათ გამოშვებას Tesla დამოუკიდებლად აპირებს, რათა ნაწილობრივ გადაჭრას პრობლემა, თუმცა მობილიზებული იქნებიან გარეშე პარტნიორებიც. თუკი კორეულ საინფორმაციო მედიას დავუჯერებთ, კომპანია დაინტერესებულია შეიძინოს აკომულატორების მწარმოებელ LG Chem-ის აქციების 10%. Tesla-მ ბიზნესი Panasonic-თან თანამშრომლობით დაიწყო, ამჟამად კი სწორედ LG Chem გახლავთ მსოფლიოში აკუმულატორების უმსხვილესი მომწოდებელი.

გასულ კვირაში მასკმა პირობა დადო, რომ სამი წლის განმავლობაში კომპანია მოაგვარებს 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილების გამოშვების საკითხს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ გერმანულ და ჩინურ ქარხნებში გამოვა ორი სხვადასხვა მოდელი ხსენებულ საფასო კატეგორიაში. მათი შემუშავებით დაკავდებიან ბერლინისა და შანხაის კვლევითი ცენტრები. აშშ-ის ფარგლებს გარეთ კი კომპანია კომპაქტური პიკაპის გამოშვებას აპირებს. ასეთი ტემპებით Tesla-ს შანსი აქვს 2027 წლისთვის გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი მანქანათმშენებელი კომპანია.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button