ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ევროპის ქვეყნები მოითხოვენ Stablecoin-ების რეგულირების გამკაცრებას

გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდმა ევროპის კომისიას მოუწოდა შეიმუშაოს მკაცრი წესები Stablecoin-ების მიმართ „მომხმარებლების დაცვისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის“.

ხსენებული ხუთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა ასევე გამოხატეს დარწმუნებულობა, რომ არ უნდა დაიშვას Stablecoin-ების ბრუნვა 27 მონაწილე ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში, „სანამ არ მოგავრდება ნორმატიულ-სამართლებრივი და სადამკვირვებლო პრობლემები“. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია საკუთარ ნორმატიულ წინადადებებს სექტემბრის ბოლოს წარადგენს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ამოცანაა ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფა“ – ხაზი გაუსვა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა.

მინისტრებს აქვთ შემოთავაზება:

Stablecoin-ების ემიტენტები ვალდებულნი უნდა იყვნენ დაიცვან 1:1 შეფარდება ფიატურ ვალუტასთან:

Stablecoin-ების რეზერვები უნდა ნომინირებდეს ევროში ან ევროპის კავშირის სხვა ვალუტებში;

აქტივები უნდა შეინახოს ევროკავშირის მიერ ნებადართულ დაწესებულებებში.

Stablecoin-ებთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია რეგისტრირებული უნდა იყოს ევროპის კავშირში.

„კომისიისგან ველით მეტად მკაცრ და მკაფიო წესებს, რათა თავი ავარიდოთ კრიპტოვალუტების ბოროტად გამოყენებას ტერორისტული საქმიანობისა და ფულის გათეთრების ხელშესაწყობად”, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა. – „ევროპის ცენტრალური ბანკი ერთადერთია, რომელსაც ვალუტის გამოშვების ნებართვა გააჩნია. და მოცემულ სიტუაციაში ეს არის ის, რაც არ უნდა დადგეს საფრთხის ქვეშ და არ დასუსტდეს რაიმე პროექტის, მათ შორის Libra-ს, გავლენით“.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button