Topგამორჩეული ადამიანებიცნობილი ადამიანები

5 სელებრითი, რომლისთვისაც ავტოგრაფის თხოვნა არც კი უნდა სცადოთ!

💁🏻‍♂️💁🏼 არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, ფანებს უარს ეუბნებიან ავტოგრაფზე, ფოტოს გადაღებაზე და უფრო მეტიც, ახლოსაც არ იკარებენ მათ.

🙌🏻 მაშ ასე!

1) ბიონსე და ჯეი-ზი – წყვილს ხშირად დასხმიან ფანები თავს. მაგალითად, ერთ-ერთ საზაფხულო ტურნეს დროს, ბიონსეს სცენაზე მთვრალი ფანი აუვარდა. ეს იყო ინციდენტი, რომლის შემდეგაც დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა, მათ თითოეულ შოუზე, დაახლოებით 500 პირადი დაცვა და ცალკე, 300 დაცვის წევრი გაფანტული ზის მაყურებლებში, რომ კონფლიქტი და რაიმე მსგავსი არ მოხდეს. როდესაც ქუჩაში გადაადგილდებიან, 24/7 სამი დაცვა დაჰყვებათ.

2) ანჯელინა ჯოლი – ვარსკვლავი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და საკუთარ უსაფრთხოებაში წელიწადის მანძილზე 2 მილიონ დოლარს აბანდებს. მისი და მისი ბავშვების პირადი დაცვა დიდი ხნის მანძილზე იყო მარკ ბილინგამი, რომელიც შემდგომ ტომ კრუზის დაცვა გახდა და მარკი არამხოლოდ ანჯელინას დაცვა გახლდათ, არამედ მისი ნდობით აღჭურვილი პირიც. მისი დაცვა არასოდეს მოგცემთ უფლებას, რომ ვარსკვლავს მიუახლოვდეთ და რაიმე სთხოვოთ, სამწუხაროდ.

3) კიმ კარდაშიანი – კიმი და კენი უესტი ერთხელ გაძარცვეს, რის შემდეგაც დაცვა გააძლიერა და ახლა, 3 ძლიერი მამაკაცით შემდგარი ესკორტით, ხოლო კენი, რომელიც ან მარტო, ან 1 დაცვის წევრით გადაადგილდებოდა ხოლმე, ახლა რამდენიმე დაცვასთან ერთად მოძრაობს.

4) ლედი გაგა – ცნობილი ფაქტია, რომ ლედი გაგა რამდენჯერმე გამხდარა ფანების თავდასხმის ობიექტი, რამაც მომღერალს გადააწყვეტინა, რომ არცერთ ფანს, გარდა გამონაკლისებისა, აღარ მისცემს მასთან მიახლოების უფლებას. განსაკუთრებული დაცვის სისტემა ირთვება, როცა საქმე მის კონცერტებს ეხება, სადაც, თითქმის ყოველ შოუზე ვიღაც მირბის სცენაზე ასასვლელად.

5) რიანა – იგი 3 დაცვასთან ერთად გადაადგილდება და ფანებთან ფოტოებზე უარს აცხადებს. რიანას უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება აქვს მისი დაცვის წევრების მიმართ და როდესაც წვეულებები იმართება, ისინი მას ზურგზეც კი ისვამენ ხოლმე, როცა დაღლილია მისი ბარგი მოაქვთ და ეხმარებიან ყველაფერში, რასაც რიანა სთხოვს.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button