Hi-Techრობოტებიტექნოლოგია

რობოტი-ხოჭო, რომელსაც ფუნქციონირებისთვის მხოლოდ სპირტი ჭირდება

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა შექმნა პატარა რობოტი, რომელიც მეთანოლზე მუშაობს. რობოტი, სახელად RoBeetle, გრამის მეათედზე ნაკლებს იწონის და არ სჭირდება კვების არანაირი გარე წყარო. მეცნიერთა თქმით, თანამედროვე ბატარეების ენერგეტიკული სიმკვრივე იმდენად დაბალია, რომ ამ ფაქტმა აიძულა ეძებათ ენერგიის ახალი წყაროები. მათ შეძლეს RoBeetle ყოფილიყო ასეთი მსუბუქი და კომპაქტური სწორედ იმის შედეგად, რომ უარი თქვეს ბატარეების გამოყენებაზე. 

რობოტის შიგნით მიმდინარეობს შემდეგი პროცესი: მეთანოლის ორთქლი იწვება და ნიკელ-ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ პატარა სადენებს – რობოტის ხელოვნურ კუნთებს – აიძულებს გაფართოვდნენ და გაგრილების შემდეგ შეიკუმშონ. სწორედ ეს პროცესი უზრუნველყოფს რობოტის გადაადგილებას. ამასთან, მიუხედავად მეტად მცირე გაბარიტებისა, RoBeetle ნამდვილი გამწევი ძალაა: მას შეუძლია გადაიტანოს საკუთარ წონაზე 2.6-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთი. გარდა ამისა, მას შეუძლია თან ატაროს დამატებითი ავზი 95 მგ სპირტით, რის შედეგად შეძლებს ორი საათის განმავლობაში უწყვეტად გადაადგილებას. 

მეცნიერთა გუნდი ამჟამად ეძებს მეთოდებს რობოხოჭოს მუშაობის მეტად გახანგრძლივებისთვის, ასევე მათ სურთ რომ რობოტს ფრენა ასწავლონ. ამისთვის მათ უკვე მიიღეს გრანტი DARPA-სგან. მეცნიერთა განცხადებით, მათ სურთ შექმნან ხოჭოს ზომის პირველი სრულად ავტონომიური მფრინავი რობოტი. 

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3icRo61 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button