ბიოგრაფია

ნაპოლეონ ბონაპარტი – Napoleon Bonaparte – ბიოგრაფია

ნაპოლეონ ბონაპარტი

საფრანგეთის იმპერატორი .

მმართ. დასაწყისი: 20 მარტი 1804, 1 მარტი 1815

მმართ. დასასრული: 6 აპრილი 1814, 22 ივნისი 1815

კორონაცია: 2 დეკემბერი 1804, ნოტრ-დამი

სხვა წოდებები: იტალიის მეფე

რაინის კავშირის პროტექტორი

შვეიცარიის მედიატორი

წინამორბედი: ლუი XVI

მემკვიდრე: 1. ლუი XVIII (დეფაქტო), 2. ნაპოლეონ II (იურიდიული)

დაბ. თარიღი: 1769

დაბ. ადგილი: აიაჩო

გარდ. თარიღი: 1821

გარდ. ადგილი: წმინდა ელენეს კუნძული

მეუღლე: 1. ჟოზეფინა ბოარნე,

2. მარია ლუიზა ავსტრიელი

შვილები: ნაპოლეონ II

დინასტია: ბონაპარტი

მამა: კარლო ბუონაპარტე

დედა: ლეტიცია რამოლინო

ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ.: Napoleon Bonaparte) (დ. 15 აგვისტო 1769, აიაჩო, კორსიკა- გ. 5 მაისი 1821, წმინდა ელენეს კუნძული) – ნაპოლეონი იყო საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, მას ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იგი იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წ.წ. და შემდგომ როგორც “ფრანგთა იმპერატორი” 1804-1815 წ.წ., იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წ.წ. და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წ.წ.

დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. მან პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს მან მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო 5 წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში იგი დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა და გადასახლებულ იქნა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი 6 წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.

 აღზრდა და განათლება

ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტენაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. მის დაბადებამდე 3 თვით ადრე საფრანგეთმა აიძულა გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლით. ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე და სხვა კორსიკელები პასკუალე პაოლის მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ


ერთი პირველი მათ მხარეს კარლო ბუონაპარტე გადავიდა. 1764 წელს 2/7 ივნისს მან იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8


მ მიაღწია სრულწლოვნებას.

ნაპოლეონ ბუონაპარტე (1764/1765 – 17 აგვისტო 1765)

მარია ანა ბუონაპარტე (3 იანვარი 1767-  1 იანვარი 1768)

ჟოზეფ ბონაპარტი (7 იანვარი 1768 – 28 ივლისი 1844)

ნაპოლეონ ბონაპარტი (15 აგვისტო 1769 – 5 მაისი 1821)

მარია ანა ბუონაპარტე (1770),

მარია ანა ბუონაპარტე (14 ივლისი – 23 ნოემბერი 1771),

ერთი დაუბადებელი ვაჟი

ლუსიენ ბონაპარტი (21 მაისი 1775 – 29 ივნისი 1840),

ელიზა ბონაპარტი (13 იანვარი 1777 – 7 აგვისტო 1820),

ლუის ბონაპარტი (2 სექტემბერი 1779 – 25 ივლისი 1844),

პოლინ ბონაპარტი (20 ოქტომბერი 1780 – 9 ივნისი 1825),

კაროლინ ბონაპარტი (24 მარტი 1782 – 18 მაისი 1839),

ჟერომ ბონაპარტი (15 ნოემბერი 1784 – 24 ივნისი 1860),

1778 წლის 15 დეკემბერს ნაპოლეონი და მისი უფროი ძმა ჟოზეფი გააგზავნეს ოტინელ ეპისკოპოსთან, რომელმაც ნაპოლეონი

დროებით ფრანგული ენის შესასწავლად კოლეჯში მოაწყო. 3 თვის შემდეგ ის ბრიენის სკოლაში გადავიდა. აქ მან 5 წელი დაჰყო. წარმატებულმა კურსანტმა ბუონაპარტემ პარიზის უმაღლეს სამხედრო სკოლაში სწავლა დაიმსახურა. ათთვიანი სწავლის შემდეგ 1785 წელს მამის სიკვდილის გამო ის იძულებული გახდა გამოსაშვები გამოცდები ჩაებარებინა და ოჯახს ჩასდგომოდა სათავეში და სამუშაოდ ის გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში.

 ადრეული წლები

1785 წელს დაიწყო ნაპოლეონის სამხედრო კარიერა, არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. ნაპოლეონი რევოლუციას თავიდანვე მიემხრო. იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა მაქსიმილიან რობესპიერის ძმას ოგიუსტენ რობესპიერს, რომლის რეკომენდაციით იაკობინებმა ნაპოლეონი ტულონის ოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.1793 წელს ნაპოლეონმა პირველად სწორედ აქ იზეიმა პირველი დიდი გამარჯვება, როდესაც საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ, კაპიტან ბონაპარტის მეთაურობით იერიშით აიღო ინგლისელებისა და კონტრრევოლუციონერების მიერ დაკავებული ტულონი.

იაკობინთა დამხობის შემდეგ თერმიდორელებმა რობასპიერთან სიახლოვის გამო ნაპოლეონი ხანმოკლე ვადით დააპატიმრეს.

 13 ვანდემიერი

ბონაპარტე პარიზში მსახურობდა, როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს, ქალქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. დამსჯელი რაზმის სარდლობა ნაპოლეონმა იკისრა. მან დაიკავა არტილერიის ნაწილები ახალგაზრდა კავალერიის ოფიცერ, იოახიმ მიურატის (შემდგომ იგი ნაპოლეონის სიძე გახდა) დახმარებით და დაამარცხა აჯანყებულები. მათგან 300 დაიღუპა, დანარჩენებმა კი შეწყვიტეს წინააღმდეგობა. მონარქისტული ამხების ჩახშობით ნაპოლეონმა დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა, რამაც მისი სწრაფი დაწინაურება გამოიწვია და მალე მას იტალიის საზღვარზე განლაგებული არმია ჩააბარეს. ამ მოვლენიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ ნაპოლეონს შეუყვარდა დირექტორიის მთავარი ლიდერის, ბარასის ყოფილი მეუღლე ჟოზეფინა, ვისზეც მან 1796 წლის 9 მარტს იქორწინა.

 იტალიის პირველი კამპანია

ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიისათვის, რომელიც 1796 წლის აპრილში

გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა.

ნაპოლეონი იტალიაში1796 წლის 12 აპრილს მონტენოტესთან და იმავე წლის 10 მაისს ლოდისთან მან დაამრცხა ავსტრიის ძალები, განდევნა ისინი ლომბარდიიდან და დაიმორჩიალა პაპის მცირე ტერიტორიებიც.

1797 წლის მარტში მან პაპი საერთოდ ჩამოაგდო და დაატყვევა. ტყვეობაში პაპი პიუს VI ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. 1797 წლის პირველ თვეებში ნაპოლეონმა თავისი ჯარები გადაიყვანა ავსტრიაში და დადო მასთან სამშვიდობო ზავი რომლის ზალითაც ავსტრიის იმპერია იძულებული გახდა გადაეცა საფრანგეთისათვის იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ნაპოლეონი ილაშქრებს ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამარცხებს მათ ჯარებს და ბოლოს უღებს მის თითქმის ათასწლოვან დამოუკიდებლობას.

გენერალი ნაპოლეონი იძლევა განკარგულებას (ლოდის ბრძოლა)ნაპოლეონის სამხედრო ტრიუმფების სერია რა თქმა უნდა იყო მისი სამხედრო საქმისადმი დიდი განსწავლულობისა და ცოდნის შედეგი. იტალიის კამპანიის პერიოდში ძალზედ გაიზარდა ნაპოლეონ ბონაპარტის – მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის – ავტორიტეტი და პოპულარობა. 1797 წლის მაისში, პარიზში მან გამოსცა თავისი რიგით უკვე მესამე გაზეთი (Lე ჟოურნალ დე Bონაპარტე ეტ დეს ჰომმეს ვერტუეუხ).

დირექტორიას არ სიამოვნებდა რა ნაპოლეონის პოპულარობა ხალხის თვალში, დაიწყო მისი გაპროტესტება. ისინი ადანაშაულებდნენ ნაპოლეონს იტალიის ძარცვა-გლეჯაში და უფლება-მოსილების გადაჭარბებაში, როდესაც მარტომ დადო ხელშეკრულება ავსტრიასთან.

სამთა კოალიციის ომი (1805)

ნაპოლეონი აუსტერლიცის ბრძოლაშინაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა ინგლისში დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ 27 აგვისტოს ავსტრიის ჯარები ბავარიაში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა ბულონის ბანაკიდან რაინზე ფელდმარშალ კარლ მაკის ავსტრიის

დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად კუტუზოვის არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა მაკის არმიას ულმთან და 8 ოქტომბერს აიძულა იგი დანებებოდა. რუსეთის ჯარები, რომლებიც ბრაუნაუში 29 სექტემბერს მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან დუნაის მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი დუნაიზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო 30 ოქტომბერს დაამარცხეს ედუარდ მორტიეს კორპუსი. 1 ნოემბერს მარშალ იოახიმ მიურატის ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. 1805 წლის 4 ნოემბერს პეტრე ბაგრატიონის საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) შენგრაბენთან ბრძოლაში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ ოლმიუცისაკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს (1805). რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.

ზღვაზე საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი განადგურებულ იქნა ტრაფალგარის ბრძოლაში (1805). მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნეაპოლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უშედეგოდ დამთავრდა. ომში ნათლად გამომჟღავნდა ნაპოლეონის უდიდესი სამხედრო ნიჭი.

Source
https://ka.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button