მეცნიერებატექნოლოგიაუცნაური

ღრუბლებზე სიარული მომავალში რეალობა იქნება

უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელიც ღრუბლებს შორის იქნება ჩაფლული და მშვიდად იტივტივებს ცაზე, მგზავრები კი მის სახურავზე ისეირნებენ და ზემოდან გადმოხედავენ ღრუბლიან გარემოს – ერთი შეხედვით ეს ფუტურისტული გეგმა ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ოდესმე რეალობად იქცეს.

მაგრამ პორტუგალიელი დიზაინერი, რომლის გეგმაც პირველია ამ ტიპის ტექნოლოგიებში, სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს რევოლუციური იდეა მალე რეალობად იქცევა. ეს იდეა განეკუთვნება ტრანპორტირების ახალ სახეობას, სადაც მთავარი მოგზაურობის პროცესია. მგზავრებს ნაკლებად აწუხებთ დანიშნულების ადგილი, მათთვის მთავარი მოგზაურობის დროს მიღებული სიამოვნებაა.


ბიძგისა და მიმართულების მიმცემი კონსტრუქციისთვის ქარი იქნება, ის აშშ-ის თავზე იმოძრავებს და კლიენტებს უნიკალურ საშუალებას მისცემს, ნახონ როგორია ცხოვრება ზემოდან. რევოლუციური საფრენი ხომალდი დამზადდება სფეროს ფორმის საჰაერო ბურთების სერიისგან, შიგნით კი წმინდა ფოლადის სტრუქტურა იქნება, რომელიც ნეილონის ქსოვილით დაიფარება.

დიზაინერმა ტიაგო ბაროსმა განაცხადა: “ამ პროექტის მიზანია ნახშირბადის კვალის მინიმუმამდე დაყვანა, ასევე სწრაფი ტრანსპორტირების ყველა სახეობის გამოწვევა, რადგან ეს არის ინოვაციური, ესთეტიური და დინამიური იდეა. ეს იქნება უნიკალური მოგზაურობა, გამოწვეული იმ შეგრძნებით, რომ ტივტივებთ ატმოსფეროში, ღრუბლებს ზემოთ და არ იცით, საბოლოოდ სად აღმოჩნდებით.”

“ის ასევე არის ობიექტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფუნქცია და გამოყენებულ იქნას როგორც გასართობ და დასათვალიერებელ გემბანად, ისე ბუნებრივი კატასტროფების შესასწავლ ხომალდად მათსავე მოქმედების არეალში.”


33 წლის ბაროსი იმედოვნებს, რომ მისი გეგმა ბევრს დააინტერესებს და დამზადებასაც ხელს მოკიდებენ, თუმცა როდის ამოქმედდება, ჯერ არ იცის. “ეს დროისა და შესაძლებლობების ამბავია. თუმცა ჩემი თავდაპირველი მიზანი უკვე მიღწეულია, მე ჩემი პროექტი მსოფლიოს ვაჩვენე. მედიისა და საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო, რაც ჩემთვის დამაიმედებელია.”

დიზაინერს დიდი ხნის და ნაყოფიერი გამოცდილება გააჩნია არქიტექტურის სფეროში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ნიუ-იორკში, ლისაბონსა და ლიბანში. მისი პროექტი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო იდეების შეჯიბრში სახელად “ცხოვრება რელსის სიჩქარით”, რომელიც ვან ალენის ინსტიტუტმა ჩაატარა და ნაწილობრივ ნიუ-იორკის კულტურულ საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა.

მართალია, ბაროსის იდეა გამარჯვებულებს შორის არ მოხვედრილა, მაგრამ მისი პროექტი წარმოადგენს მოგზაურობის ახალი ხედვის ძლიერ კონცეპტუალურ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია ძველ ზეპელინებზე (Zeppelin).

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button