საინტერესო

რით გამოირჩევა ჩრდილოეთ კორეის მეტრო

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტრო ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანშია. მისი სიღრმე 100 მეტრია. ფხენიანის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცულიცაა.

მეტროს დეკორაციები და ჭერი მაქსიმალური ოსტატობითაა დამუშავებული, მეტროში აღმართულია მარმარილოს სვეტები და სადგურებზე კიმ ჩენ ირის ფოტოები შეგხვდებათ.

სადგურების ჭერზე უზარმაზარი ძვირფასი ჭაღებია. პლატფორმასთან ახლოს, დგას მოწყობილობა, რომელშიც გაზეთები აწყვია და მგზავრები კითხულობენ.

მოგზაურებისთვის ზოგიერთი სივრცე მეტროში მკაცრად დახურულია. ცალკეულ ადგილებში აკრძალულია ფოტოგადაღება. თუმცა, 25 წლის ფოტოგრაფმა, ელენ ლიმ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში იმოგზაურა და აკრძალვის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი ფოტოც გადაიღო.

ფოტოგრაფის თქმით, მეტროში ადამიანები მხოლოდ ჟესტიკულაციით კონტაქტობენ, რაც თითქმის ყველა აზიურ ქალაქში ხდება. მისივე თქმით, მაშინ როდესაც ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ჰონგ-კონგი, მეტროს კედლები სარეკლამო აბრებითაა გადაჭედილი, ფხენიანის მეტროში მხოლოდ პროპაგანდის შემცველი დეტალები შეგხვდებათ.

წყარო: allnews.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button