პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რადიო

ციკლიდან „პაციფიზმი“

ხედავთ, რაგვარად შეამოკლა
რადიომ სივრცე!
ხოლო იქ, პარიზს,
ნიუ-იორკს, ლონდონს თუ ვენას –
იმპერიალისტურ
ხმაჩახლეჩილ რადიოსმენას –
ავსებს მუდმივი
შანტაჟები და ექსცესები.

აქ კი –
გასძახის სივრცეებს თბილისი,
პოეტი ხალხის
იგრძნობს რა ხანას,
ამ ადგილიდან რადიოთი
ამცნობს ქვეყანას,
რომ მასთან მიაქვს მღელვარე გული,
შრომა, ლექსი და სიხარული.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button