ახალი ამბებისპორტისხვა სიახლეები

კომპანია Furrion Exo-Bionics ქმნის სპორტის ახალ სახეობას – რბოლა ეგზოჩონჩხებით

ეგზოჩონჩხების უმეტესობა – ეს გახლავთ ისეთი მანქანები, რომლებიც ბევრად აფართოებენ ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს. კომპანია Furrion Exo-Bionics-ის მიერ შექმნილი მოდელი წარმოადგენს 4 ტონაზე მეტი სიმძიმის ოთხფეხა მანქანას, რომელსაც შეუძლია აწიოს ავტომობილი, აცოცდეს ლოდებზე და ირბინოს თოვლზე. თუმცა, მისი შემქმნელების საბოლოო მიზანი სხვა რამეა: მათ სურთ საფუძველი დაუდონ სპორტის ახალ სახეობას – რბოლა პილოტირებადი ეგზოჩონჩხებით. 

ვიდეო: https://bit.ly/3jsu5Fq 

უნიკალური ეგზოჩონჩხის შექმნისთვის მის ავტორებს ათ წელზე მეტი დასჭირდათ და ამჯერად მისი საჯარო დებიუტის დრო მოვიდა. სპორტული ეგზოჩონჩხის პირველი პროფესიონალი „პილოტი“ გახდა კესი ჰავრიში – კანადის ჩემპიონი სკელეტონში. იმისთვის, რომ უჩვეულო ოთხფეხა მანქანის მართვა აეთვისებინა, მას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა. 

image.jpeg

მისი თქმით, „ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მთელი გუნდისთვის. უსიამოვნებებსაც ვერ ავცდით – ორჯერ გადმოვვარდი ეგზოჩონჩხის სალონიდან, რაც იყო იმავდროულად სახიფათოც და სახალისოც, როგორც ყოველთვის – როდესაც სიმაღლიდან ეცემი“. 

დარეგისტრირებულ მონაწილეებს Furrion Exo-Bionics საშუალებას აძლევს გახდნენ სამომავლო სარბოლო ეგზოჩონჩხის ალფა-პილოტები. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button